N 372 - 05/12/2019 - „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 05.12.2019
№ დოკუმენტი 372
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №372

2019 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017229) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით (დანართი №1-01) ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით.“.

 

2. „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები;“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე