გადაწყვეტილება №24910/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24910/2/2025
27 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ის “ 14.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24910/2/2025).
დავის საგანი:
დარიცხული საურავის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3446 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 567.33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 126
საურავი - 38 441.33
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 12.02.2025 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 9.52 ლარი და დამატებით დარიცხული გადასახადები, რომელიც აღიარებული არ არის, 64 567.33 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 26 126 ლარი და საურავი - 38 441.33 ლარი. არაღიარებულ დავალიანებად აღრიცხულია შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები: 7.09.2016 წლის საგადასახადო მოთხოვნა №081-157. ბოლო კორექტირებული 5.10.2021 წლის №081-304 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულია 44 329.19 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 26 126 ლარი და საურავი - 18 203.19 ლარი.
ნაერთი ინფორმაციით, რომელიც ინფორმაციული ხასიათისაა და გვიჩვენებს ჯამურ (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი) საგადასახადო ვალდებულებას, დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით, 12.02.2025 წლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხება დავალიანება 64 557.81 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 58 132.15 ლარი და საურავი 6 425.66 ლარი.
გადახდილი/შემცირებული თანხებით დაფარულია ის დავალიანება, რომლის დარიცხვის სავადო თარიღი უფრო ადრეა, ხოლო ნარჩენ დავალიანებად აღრიცხულია მომდევნო სავადო თარიღებით დარიცხული დავალიანება: შემოწმების აქტით გადასახადი დარიცხულია 6.10.2016 წლის სავადო თარიღით 26 126 ლარი. დარიცხული/შემცირებული გადასახადების ჯამი, რომლის სავადო თარიღი 6.10.2016 წლის შემდეგაა, შეადგენს 347 117.77 ლარს. 6.10.2016 წლის შემდეგ გადახდილია 379 103.31 ლარი, უკან დაბრუნებულია 31 127.18 ლარი. გადახდილი თანხებით დაფარულია ის დავალიანება, რომლის დარიცხვის სავადო თარიღი უფრო ადრეა. შესაბამისად, საურავის დარიცხვა გრძელდება უფრო გვიან წარმოშობილ დავალიანებაზე.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ ყველა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებულია ღილაკი - „დეტალური“, რომლის გააქტიურების შემდეგ გამოდის ინფორმაცია კონკრეტული თარიღის მიხედვით, თუ რამდენს შეადგენს სამ წელში დარიცხული გადასახადი, რომელსაც ერიცხება საურავი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლის 1 იანვარიდან შპს „------ -ს“ არ ერიცხება დავალიანება, რომლის დარიცხვის სავადო თარიღიდან გასულია 3 წელი.
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 12 თებერვალს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 26 თებერვლის №3446 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 53-ე, 253-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების 22-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის შეზღუდვა რეგულირდება „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით:
15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე აღრიცხული ჩანაწერების მიხედვით ნაშთის გამოყვანა და საურავის დარიცხვა/შეჩერება ავტომატიზირებულია და ხორციელდება პროგრამულად. 2019 წლიდან, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და იგივე მეთოდია გამოყენებული აუდიტის შემოწმების შედეგებიდან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას საურავის გამოთვლასთან მიმართებაში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიზნებისათვის სამწლიანი პერიოდის დავალიანების გამოთვლა დამოკიდებულია პირადი აღრიცხვის ბარათზე, დარიცხვის/შემცირების ოპერაციის ჩანაწერის სავადო თარიღზე და არა გატარების თარიღზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება და არა მიმდინარე ვალდებულება. საურავის შეჩერება კი ხდება ნარჩენ ხანდაზმულ დავალიანებაზე.
რაც შეეხება საგადასახადო დავის პერიოდში საურავის დარიცხვას, საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე, ხოლო 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრება არ აჩერებს საურავის დარიცხვას და გასაჩივრებულ დავალიანებას ერიცხება საურავი. დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული, აღირიცხება გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი და დროებითი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით ცალ-ცალკე. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აღრიცხვის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს დროებით ბარათზე ასახული არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებები მათ აღიარებამდე. ხოლო დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შემთხვევაში, პროგრამულად გადაანგარიშდება დარიცხული საურავი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ „ნაერთი ინფორმაცია“ ინფორმაციული ხასიათისაა და აჩვენებს ჯამურ (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი) საგადასახადო ვალდებულებას დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებები ზუსტად განსაზღვრული იქნება მხოლოდ დამატებით დარიცხული თანხების აღიარებისა და ძირითად ბარათზე გადატანის შემდეგ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „------- -ს “ 12.02.2025 წლის მდგომარეობით ნაერთი ინფორმაციით ერიცხება ძირითადი დავალიანება 58 132.15 ლარი, ხოლო 3 წელში დარიცხული გადასახადი შეადგენს ჯამურად 462 278.43 ლარს. საურავის დარიცხვა კი ჩერდება კონკრეტული თარიღის მიხედვით ნარჩენ ძირითად დავალიანებასა და 3 წელში დარიცხულ ძირითადი გადასახადის თანხებს შორის დადებით სხვაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 სექტემბრის №081-157 საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის (ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების საბაზრო ფასის განსაზღვრის) გამოყენებით, ქონების გადასახადში დამატებით გადასახდელად დაერიცხათ 33 911 ლარი, რაც მიიჩნიეს არამართლზომიერად და არაკანონზომიერად. შესაბამისად აღნიშნულისა, საგადასახადო კოდექსის მე-14 კარით გათვალისწინებული წესის თანახმად, დაიწყეს საგადასახადო დავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად, დავის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის №081-348 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი შეუმცირდათ 26 126 ლარამდე (შემცირდა 7 785 ლარით), რაც მომჩივნის მიერ ასევე მიჩნეული იქნა არამართლზომიერად და არაკანონზომიერად, რის გათვალისწინებითაც საგადასახადო დავა გააგრძელეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
დარიცხული კორექტირებული ქონების გადასახადი - 26 126 ლარი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ აუღიარებელ საგადასახადო ვალდებულებებში. აღნიშნულ აუღიარებელ საგადასახადო ვალდებულებაზე, დარიცხვის განხორციელების მომენტისთვის არსებული საგადასახადო კოდექსის 272-ე და 202-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, დღემდე ერიცხებათ საურავები.
იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის №4225 რს კანონით საგადასახადო კოდექსში შევიდა შესაბამისი ცვლილება (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან), საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დარიცხვა ხდება საგადასახადო კოდექსის აღნიშნულ მუხლში დამატებით შეტანილი 21 ნაწილის შესაბამისად: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ.“ და 202-ე მუხლის 41 (ყოფილი 4) ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
„ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრით ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით დამატებით თანხების დარიცხვის თაობაზე პირველი - 2016 წლის 7 სექტემბრის №081-157 საგადასახადო მოთხოვნით, რომელიც ჩაბარდა 2016 წლის 7 სექტემბერს და აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილით: ,,21 . თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ზემოთ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმებით (კორექტირების) გათვალისწინებით დარჩენილ გადასახადზე - 26 126 ლარზე, მომჩივნის გაანგარიშებით, შესაბამისი საურავები ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას), კერძოდ კი:
- 2012 საანგარიშო წლის მიხედვით შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადზე - 5 192 ლარზე, ხანდაზმულობის ვადის (2015 წელი) გასვლის გათვალისწინებით, საურავი არ უნდა დაერიცხოს;
- 2013 საანგარიშო წლის მიხედვით შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადზე - 10 426 ლარზე, ხანდაზმულობის ვადის (2016 წელი) გათვალისწინებით, საურავი უნდა დაერიცხოს 81 დღეზე - 422 ლარი (10426 ლარი X 81 დღე X 0,05%);
- 2014 საანგარიშო წლის მიხედვით შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადზე - 10 508 ლარზე, ხანდაზმულობის ვადის (2017 წელი) გათვალისწინებით, საურავი უნდა დაერიცხოს 446 დღეზე - 2 343 ლარი (10508 ლარი X 446 დღე X 0,05%).
შესაბამისად აღნიშნულისა, მომჩივნის გაანგარიშებით, სულ ჯამში (2025 წლის 11 მარტის მდგომარეობით) საურავის სახით უნდა დაერიცხოს 2 765 ლარი (0 + 422 + 2343), ნაცვლად მოცემული დროისთვის - 2025 წლის 11 მარტის მდგომარეობით ქონების გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული 39 197.23 ლარისა.
აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების თაობაზე შემოსავლების სამსახურს მიმართეს შესაბამისი თხოვნით და არა საჩივრით (იქედან გამომდინარე, რომ მომჩივნისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო ის, თუ შემოსავლების სამსახურის რომელი სტრუქტურის (აუდიტის დეპარტამენტის, მომსახურების დეპარტამენტის, თუ პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის) კომპეტენციას წარმოადგენდა პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველდღიურად არაკანონზომიერად და არამართლზომიერად მზარდი საურავების კორექტირება). ამასთან, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი წერილით განმარტავდნენ იმის თაობაზეც, რომ შემოწმებით ქონების გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადების კორექტირების შემდგომ აპირებდნენ შემოსავლების სამსახურისთვის მიემართათ შესაბამისი განცხადებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, რომლის მიღწევის შემთხვევაში საგადასახადო დავა, რომელიც მეცხრე წელია გრძელდება, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ავტომატურად შეწყდებოდა, სხვა შემთხვევაში კი იძულებული იქებოდნენ საგადასახადო დავა გაეგრძელებინათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურში მომჩივნის თხოვნას, რატომღაც საჩივრის კვალიფიკაცია მიეცა და ის გადასახადი გადამხდელის დაუსწრებლად იქნა განხილული და არ დაკმაყოფილდა, რაც მიაჩნიათ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად და ითხოვენ ბრძანების გაუქმებას.
ამასთან, ითხოვენ თხოვნის დაკმაყოფილებას საგადასახადო კანონმდებლობაში 2019 წლის 1 იანვრიდან ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის და 202-ე მუხლის მე-41 ნაწილის გათვალისწინებით პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავების კორექტირებას, რათა მიეცეთ შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინონ შესაბამისი განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რათა როგორმე დაასრულონ საგადასახადო დავა, რომელიც უკვე მეცხრე წელია მიმდინარეობს და მას მომჩივნის მხრიდან შესაბამისი დრო, ხარჯები და ენერგია დასჭირდა!
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადახდილი თანხის ბარათზე არსებულ აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე განაწილება მოხდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი თანმიმდევრობით – გადასახადის თანხა, ჯარიმა და საურავი.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ძირითადი გადასახადების მიხედვით აღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, რომელთა წარმოშობა მოხდა ერთ კალენდარულ დღეს, გადახდილი თანხის მიკუთვნება უნდა მოხდეს იმ გადასახადის სახეზე, რომლის დარიცხვაც დროში უფრო ადრე მოხდა.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-16 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად:
15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის განმარტებას მომჩივნის მიერ სადავოდ წარმოდგენილ საკითხებზე, კერძოდ:
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე აღრიცხული ჩანაწერების მიხედვით ნაშთის გამოყვანა და საურავის დარიცხვა/შეჩერება ავტომატიზირებულია და ხორციელდება პროგრამულად. 2019 წლიდან, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან მომდინარე, პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და იგივე მეთოდია გამოყენებული აუდიტის შემოწმების შედეგებიდან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას საურავის გამოთვლასთან მიმართებაში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიზნებისათვის სამწლიანი პერიოდის დავალიანების გამოთვლა დამოკიდებულია პირადი აღრიცხვის ბარათზე, დარიცხვის/შემცირების ოპერაციის ჩანაწერის სავადო თარიღზე და არა გატარების თარიღზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება და არა მიმდინარე ვალდებულება. საურავის შეჩერება კი ხდება ნარჩენ ხანდაზმულ დავალიანებაზე;
- გასაჩივრება არ აჩერებს საურავის დარიცხვას და გასაჩივრებულ დავალიანებას ერიცხება საურავი. დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები, რომელიც არ არის აღიარებული, აღირიცხება გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე. საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი და დროებითი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით ცალ-ცალკე. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აღრიცხვის შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს დროებით ბარათზე ასახული არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებები მათ აღიარებამდე. ხოლო დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შემთხვევაში, პროგრამულად გადაანგარიშდება დარიცხული საურავი;
- „ნაერთი ინფორმაცია“ ინფორმაციული ხასიათისაა და აჩვენებს ჯამურ (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი) საგადასახადო ვალდებულებას, დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის აღიარებული ვალდებულებები ზუსტად განსაზღვრული იქნება მხოლოდ დამატებით დარიცხული თანხების აღიარებისა და ძირითად ბარათზე გადატანის შემდეგ.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართებულია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულია, მიმდინარეობს დავა სასამართლოში და განმარტავს, რომ დავის დასრულების და მიღებული გადაწყვეტილების შედეგებიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ, საკითხის შესწავლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, როგორც გადასახადის თანხის, ისე საურავის ნაწილში საბოლოო ოდენობის დადგენა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბრძანების გაუქმებას.ამასთან, ითხოვს თხოვნის დაკმაყოფილებას საგადასახადო კანონმდებლობაში 2019 წლის 1 იანვრიდან ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის და 202-ე მუხლის მე-41 ნაწილის გათვალისწინებით პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავების კორექტირებას, რათა მიეცეთ შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინონ შესაბამისი განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 12.02.2025 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 9.52 ლარი და დამატებით დარიცხული გადასახადები, რომელიც აღიარებული არ არის, 64 567.33 ლარი.არაღიარებულ დავალიანებად აღრიცხულია შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები.
ნაერთი ინფორმაციით, რომელიც ინფორმაციული ხასიათისაა და გვიჩვენებს ჯამურ საგადასახადო ვალდებულებას, დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით, 12.02.2025 წლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხება დავალიანება 64 557.81 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 58 132.15 ლარი და საურავი 6 425.66 ლარი.
გადახდილი/შემცირებული თანხებით დაფარულია ის დავალიანება, რომლის დარიცხვის სავადო თარიღი უფრო ადრეა, ხოლო ნარჩენ დავალიანებად აღრიცხულია მომდევნო სავადო თარიღებით დარიცხული დავალიანება.
გადახდილი თანხებით დაფარულია ის დავალიანება, რომლის დარიცხვის სავადო თარიღი უფრო ადრეა. შესაბამისად, საურავის დარიცხვა გრძელდება უფრო გვიან წარმოშობილ დავალიანებაზე.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ ყველა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებულია ღილაკი - „დეტალური“, რომლის გააქტიურების შემდეგ გამოდის ინფორმაცია კონკრეტული თარიღის მიხედვით, თუ რამდენს შეადგენს სამ წელში დარიცხული გადასახადი, რომელსაც ერიცხება საურავი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლის 1 იანვარიდან მომჩივანს არ ერიცხება დავალიანება, რომლის დარიცხვის სავადო თარიღიდან გასულია 3 წელი.
პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართებულია, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულია, მიმდინარეობს დავა სასამართლოში და განმარტავს, რომ დავის დასრულების და მიღებული გადაწყვეტილების შედეგებიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ, საკითხის შესწავლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, როგორც გადასახადის თანხის, ისე საურავის ნაწილში საბოლოო ოდენობის დადგენა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
253,254,272,299(11).