სასწავლო დაწესებულების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა (კვება, ტრანსპორტირება და სამედიცინო მომსახურება არაა სწავლის შემადგენელი ნაწილი) N 1124

1124 სასწავლო დაწესებულების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა (კვება, ტრანსპორტირება და სამედიცინო მომსახურება არაა სწავლის შემადგენელი ნაწილი) - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1124
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასწავლო დაწესებულების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1124

ფაქტობრივი გარემოებები

•სასწავლებელი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების პაკეტს, რომელიც მოიცავს: განათლების მომსახურებას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას, ექიმ-ფსიქოლოგის მომსახურებას, კვებას და და დაცვას

•სასწავლებლის მიერ განათლების, ექიმ-ფსიქოლოგის და კვებითი მომსახურება გაწეულია საკუთარი ძალებით. სატრანსპორტო და დაცვის მომსახურება შეძენილია სხვა პირებისაგან

•სასწავლებელმა მის მიერ გაწეული მომსახურება სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე არ დაბეგრა დღგ-ით

შეფასება

•სასწავლებელს მომხმარებლებისაგან მიღებული თანხებიდან უნდა გამოეყო კომპენსაციის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია თავისი ძალებით გაწეულ სამედიცინო და კვებითი მომსახურებისათვის, რადგან ეს მომსახურება ვერ იქნება განხილული სწავლების შემადგენელ ნაწილად

•სსკ-ის 230 (1, "ს" და "უ") მუხლის თანახმად, განათლებისა და სამედიცინო მომსახურება განთავისუფლებულია დღგ-ისგან

•შეძენილ სატრანსპორტო და დაცვის მომსახურებაზე სხვა პირებისათვის გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება სასწავლებელს არ გააჩნია

ღონისძიებები

•შეფასებაში აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით მოხდება კუთვნილი გადასახადების გადაანგარიშება

•გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირს დაერიცხება სანქცია სსკ 132-ე მუხლის თანახმად

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით