N 1764-Vმს-XIმპ - 24/06/2026 - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ კრედიტორის მოთხოვნებზე ვრცელდება იმავე კონვენციით დადგენილი წესები.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნები გადახდისუუნარობისას
1. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნებთან დაკავშირებით მოქმედებს იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XI მუხლის „ა“ ალტერნატივით დადგენილი რეჟიმი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოვალისთვის მისი გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანაა. თუ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება საქართველოში ისე მიმდინარეობს, რომ მისი გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანა კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოა, კრედიტორის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ამ სახელმწიფოს მიერ იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაკეთებული განცხადების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,24 ივნისი 2026 წ.
N1764-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე