N 846-IIმს-XIმპ - 26/06/2025 - საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 26.06.2025
№ დოკუმენტი 846-IIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფრენოსნო დავალების შესრულებისას საქართველოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის დასახიჩრების ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია ამ პირს (დაზარალებულს) აუნაზღაუროს ის შემოსავალი (ამ შემთხვევის შედეგად მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული სოციალური პაკეტის გამოკლებით), რომელიც მას შრომის უნარის დაკარგვის ან დაქვეითების შედეგად დააკლდა, თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული პირის (დაზარალებულის) დასახიჩრება ან მისი ჯანმრთელობის სხვაგვარად დაზიანება თავად ამ პირის (დაზარალებულის) განზრახმა არამართლზომიერმა ქმედებამ გამოიწვია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,26 ივნისი 2025 წ.

N846-IIმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე