საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/668-19-22
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/668-19-22
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2022 წელი
ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - შპს „----------“ (ს/ნ ----------)
წარმომადგენელი - ----------; ----------; ----------;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ----------;
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ----------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N39369 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N021-159 „საგადასახადო მოთხოვნა“;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის N6901 ბრძანება;
1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 04.10.19 წლის N8061/2/2019 გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს „----------“-სათვის საშემოსავლო გადასახადის - 55 979 ლარის და ჯარიმის და საურავის დაკისრების ნაწილში.
დავის არსი:
შპს „----------“ (შემდგომში - „მოსარჩელე“/„კომპანია“) დაფუძნებულ იქნა 2010 წლის 29 დეკემბერს.
კომპანია შეიქმნა კონკრეტული მიზნობრიობით; ----------ში საცხოვრებელი კორპუსის აშენება და ბინების რეალიზაცია. თუმცა, კომპანიამ აშენებული საცხოვრებელი კორპუსი გადააკეთა სასტუმროდ „----------“, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წლის ივნისის თვიდან.
შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, 2018 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (შემდგომში „შუალედური აქტი“), რომლის თანახმად, კომპანიას დამატებით დაერიცხა გადასახადი იმ გარემოების გამო, რომ ანგარიშვალდებულ პირს საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები, რომელთა უკან დაბრუნება არ ფიქსირდებოდა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული თანხები ჩათვალა ხელფასის სახით გაცემულად და მას დაარიცხა დამატებითი გადასახადი და ჯარიმა.
2018 წლის 28 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტმა შუალედური აქტის საფუძველზე გამოსცა No39369 ბრძანება და No021-159 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც შპს „----------“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 99 593,7 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 56 550 ლარი, ჯარიმა 28 517 ლარი, საურავი 526,7 ლარი.
კომპანიის არგუმენტაციის მიხედვით, ვინაიდან 2015 წელს დასრულდა სასტუმროს მშენებლობა და მან დაიწყო ფუნქციონირება, ანგარიშვალდებულმა პირმა პერიოდში შეძლო მშენებლობის პროცესში მის მიერ დახარჯული თანხების უკან დაბრუნება. ამდენად, ამ თანხების უკან დაბრუნებაზე არ უნდა დარიცხულიყო საშემოსავლო გადასახადი და უნდა მოხდეს 2018 წლის 29 დეკემბრის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტში საქვეანგარიშოდ წაღებული თანხების ხელფასად ჩათვლის გამო, დარიცხული გადასახადების და მასზე გაანგარიშებული საჯარიმო სანქციის გაუქმება, ვინაიდან ანგარიშვალდებულ პირს გაცილებით მეტი თანხები ჰქონდა გახარჯული საკუთარი სახსრებიდან საზოგადოების სასარგებლოდ მშენებლობის პროცესში ვიდრე მას 2015 წლის განმავლობაში აქვს წაღებული. გახარჯული თანხების სინამდვილეს პირველ რიგში ადასტურებს თვითონ მშენებლობის შედეგად მიღებული აქტივი, რომლის ღირებულებაც შეფასებულია 2 მილიონ დოლარზე მეტად, ეს იმ პირობებში როცა მშენებლობაზე ბანკს ჯამში გაცემული აქვს 1250000 დოლარი, შესაბამისად 2000000 მილიონამდე გახარჯული სხვა თანხები გახარჯულია დამფუძნებლის მიერ და მას სრული უფლება ჰქონდა და დღესაც აქვს გაიტანოს თანხა მის მიერ გახარჯული ფულის ფარგლებში და არ აქვს არც მას და არც საზოგადოებას ვალდებულება ამ თანხების დაბეგვრისა. (არ აქვს მნიშვნელობა თანხები რა პერიოდშია გახარჯული და ეს პერიოდი არის თუ არა ხანდაზმული, ხანდაზმულობა ეხება მხოლოდ გადასახადებს.
ასევე სესხის ხელშეკრულებაში და პროექტში დაფიქსირებულია, რომ სესხი გაიცემოდა იმ პირობით, რომ საზოგადოების თანადაფინანსების პროცენტი აღნიშნულ მშენებლობაში შეადგენდა 53%, ხოლო აღნიშნული პირობის დარღვევისათვის არ მომხდა რაიმე უთანხმოება ხელშეკრულების მეორე მხარესთან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელის
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაფუძნებულ იქნა 2010 წლის 29 დეკემბერს. მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.1.ს.ფ.17-19);
3.2. საქმის მასალებით - აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 მაისის N12520 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი: 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების საფუძველი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---------- სამმართველოს 21.05.2018 _ N1---------- (შემოს: ----------, 22.05.2018წ) და 23.05.20186. N1---------- (შემოს; ----------, 23.05.2018წ) წერილები და დადგენილება.
-2018 წლის 26 დეკემბერს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (2015 წ. შესამოწმებელ პერიოდზე), რომლის მიხედვით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადში – ძირითადი გადასახადი 571 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით – 428 ლარი, საშემოსავლო გადასახადში - ძირითადი გადასახადი -55979 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით – 27990 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით -100 ლარი.
-2019 წლის 02 იანვარს საწარმომ შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი, რომლის მიხედვითაც არ დაეთანხმა აქტის მიხედვით დარიცხულ თანხებს, კერძოდ, სალაროში გამოვლენილი ფულადი ნაშთის დაკვალიფიცირებას საწარმოს ხელმძღვანელ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისი თანხების დარიცხვას საშემოსავლო გადასახადში. გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ხდებოდა სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის პროცესში, და რომელ ხარჯებზედაც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტალური დადასტურება. ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400000 ლარს აღემატებოდა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 06 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N13) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი და ის დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, მან მართებულად მიიჩნია იმ თანხის, რომელიც სალაროში უნდა არსებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, განხილვა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. საბჭო მიუთითა, რომ გადამხდელს უნდა დაესაბუთებინა და დაედასტურებინა კრედიტორული ან დებიტორული დავალიანებების, ასევე 2015 წლის საწყისი და ბოლო მომენტებისათვის ნაღდი ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის ფორმირებაში მონაწილე ფულადი ნაკადების მოძრაობა, ხოლო გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულია და დავების განხილვის საბჭოს სხდომაზეც აღნიშნულია, რომ მისი მხრიდან ვერ ხერხდება გაწეული ხარჯებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის თაობაზე განცხადებული მისივე არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის N4225- რს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით განხორციელდა ცვლილებები სსკ სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აუდიტს დეპარტამენტს დაავალა, სსკ-ის 269- ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი დასკვნის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა დამატებული ღირებულების გადასახადში - 314 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის No12520 ბრძანება (ს.ფ.21);
2018 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 23-63);
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის No39369 ბრძანება (ს.ფ. 67-68);
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის No021-159 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 69-70);
3.3. საქმის მასალებით 2019 წლის 14 აპრილს, შპს „----------“-მ (ს/ნ ----------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარადგინა ახალი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ის არ დაეთანხმა აქტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს. გადამხდელის განმარტებით
შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ხდებოდა სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის პროცესში, და რომელ ხარჯებზეც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტალური დადასტურება. ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400 000 ლარს აღემატებოდა.
30.04.2019 წლის წერილით გადამხდელმა დამატებით წარადგინა 2013-2014 წწ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია დამფუძნებლის/დირექტორის მიერ სულ 62200 ლარის შეტანა საწარმოს ანგარიშზე და შემდეგ შესაბამისი გადარიცხვები საწარმოს კრედიტორზე. ასევე წარადგინა სალარო შემოსავლის ორდერები, რომლებითაც ნაჩვენებია საწარმოს მიერ ნაღდი თანხების (სულ 2164,75ლ) გადახდა კრედიტორებზე.
3.4. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.10.2019 წელს განიხილა აღნიშნული საქმე და N-8061/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად დავის საგანია - ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N021-159 საგადასახადო მოთხოვნა.
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის N6901 ბრძანება.
გადაწყვეტილების თანახმად, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვის და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით გადამხდელს არც შემოწმების პროცესში, არც საჩივრის განხილვის რომელიმე ეტაპზე არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შემოწმების მიერ დარიცხული სადავო თანხების გადაანგარიშების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
მტკიცებულება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.111-118).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 41-ე, 51-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე, 304-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N39369 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N021-159 „საგადასახადო მოთხოვნა“; სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის N6901 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 04.10.19 წლის N8061/2/2019 გადაწყვეტილება, მოსარჩელე შპს „----------“-სათვის საშემოსავლო გადასახადის - 55 979 ლარის და ჯარიმის და საურავის დაკისრების ნაწილში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაფუძნებულ იქნა 2010 წლის 29 დეკემბერს (ტ.1.ს.ფ.17-19);
6.4. საქმის მასალებით - აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 მაისის N12520 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი: 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების საფუძველი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ---------- სამმართველოს 21.05.2018 N---------- (შემოს: N----------, 22.05.2018წ) და 23.05.2018. N---------- (შემოს: N----------, N----------, 23.05.2018წ) წერილები და დადგენილება.
-2018 წლის 26 დეკემბერს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (2015 წ. შესამოწმებელ პერიოდზე), რომლის მიხედვით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადში – ძირითადი გადასახადი 571 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით – 428 ლარი, საშემოსავლო გადასახადში - ძირითადი გადასახადი -55979 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით – 27990 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით -100 ლარი.
-2019 წლის 02 იანვარს საწარმომ შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი, რომლის მიხედვითაც არ დაეთანხმა აქტის მიხედვით დარიცხულ თანხებს, კერძოდ, სალაროში გამოვლენილი ფულადი ნაშთის დაკვალიფიცირებას საწარმოს ხელმძღვანელ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისი თანხების დარიცხვას საშემოსავლო გადასახადში. გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ხდებოდა სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის პროცესში, და რომელ ხარჯებზედაც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტალური დადასტურება. ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400000 ლარს აღემატებოდა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 06 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N13) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი და ის დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, მან მართებულად მიიჩნია იმ თანხის, რომელიც სალაროში უნდა არსებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, განხილვა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. საბჭო მიუთითა, რომ გადამხდელს უნდა დაესაბუთებინა და დაედასტურებინა კრედიტორული ან დებიტორული დავალიანებების, ასევე 2015 წლის საწყისი და ბოლო მომენტებისათვის ნაღდი ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის ფორმირებაში მონაწილე ფულადი ნაკადების მოძრაობა.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის N4225- რს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით განხორციელდა ცვლილებები სსკ სსკ-ის 272-ე და (275-ე მუხლებში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აუდიტს დეპარტამენტს დაავალა, სსკ-ის 269- ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი დასკვნის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა დამატებული ღირებულების გადასახადში - 314 ლარი.
6.5. საქმის მასალებით 2019 წლის 14 აპრილს, შპს „----------“-მ (ს/ნ ----------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარადგინა ახალი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ის არ დაეთანხმა აქტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს.
მოსარჩელის განმარტებით შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ხდებოდა სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის პროცესში, და რომელ ხარჯებზეც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტალური დადასტურება. ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400 000 ლარს აღემატებოდა.
30.04.2019 წლის წერილით გადამხდელმა დამატებით წარადგინა 2013-2014 წწ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია დამფუძნებლის/დირექტორის მიერ სულ 62200 ლარის შეტანა საწარმოს ანგარიშზე და შემდეგ შესაბამისი გადარიცხვები საწარმოს კრედიტორზე. ასევე წარადგინა სალარო შემოსავლის ორდერები, რომლებითაც ნაჩვენებია საწარმოს მიერ ნაღდი თანხების (სულ 2164,75ლ) გადახდა კრედიტორებზე.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.10.2019 წელს განიხილა აღნიშნული საქმე და N 8061/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად დავის საგანია - ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
-გადაწყვეტილების თანახმად, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვის და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით გადამხდელს არც შემოწმების პროცესში, არც საჩივრის განხილვის რომელიმე ეტაპზე არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შემოწმების მიერ დარიცხული სადავო თანხების გადაანგარიშების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. (ს.ფ.111-118).
6. სასამართლო სრულად იზიარებს დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის ახალი/დამატებითი შენატანის გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდა შესაძლებელია როგორც საზოგადოების პარტნიორთა (აქციონერთა) წილობრივი მონაწილეობის (აქციათა რაოდენობის) შეცვლით, ასევე მის შეუცვლელად განხორციელდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია ითვალისწინებს აქტივების გადაცემას წილის ან აქციების სანაცვლოდ, რაც, ცხადია, შედეგობრივად საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ან სააქციო საზოგადოების აქციათა რაოდენობის ცვალებადობას განაპირობებს.
საგულისხმოა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ რა ფორმით მოხდა, მოსარჩელის მიერ მითითებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა, და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ, გაწეული ხარჯების საწარმოს ანგარიშზე შეტანა (ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400 000 ლარს აღემატება).
საქმის მასალებით მხოლოდ დადასტურებულია (30.04.2019 წლის წერილით) 2013-2014 წწ საბანკო ანგარიშის ამონაწერით, დამფუძნებლის/დირექტორის მიერ სულ 62200 ლარის შეტანა საწარმოს ანგარიშზე და შემდეგ შესაბამისი გადარიცხვები საწარმოს კრედიტორზე. ასევე სალარო შემოსავლის ორდერებით დადასტურებულია, საწარმოს მიერ ნაღდი თანხების (სულ 2164,75ლ) გადახდა კრედიტორებზე.
(სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს დავის განმხილველი ორგანოს პოზიციას იმის შესახებ, რომ შპს „----------“-ს მიმართ საწარმოს დამფუძნებლის მიერ 62 000 ლარის გადახდის შესახებ) მოიცავს 2013-2014 წლების (ხანდაზმული პერიოდების) მონაცემებს და ვერ გამოდგება შემოწმების შედეგების გადასინჯვის საფუძვლად).
გარდა ამისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა.
მოცემულ შემთხვევაში შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2018 წლის 26 დეკემბრის საგადასახდო შემოწმების შუალედური აქტის თანახმად - შესწავლილი იქნა ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მაკონტროლებელ ორგანოში არსებული სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე. თანხა (279897.44 ლარი, რომელიც ამ ანგარიშის საფუძველზე უნდა არსებულიყო სალაროსი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, ჩაითვალა გაცემულ ხელფასად 2015 წლის დეკემბრის თვეში. აღნიშნული განაცემები საჭიროებდა დაკავებას გადახდის წყაროსთან. საწარმოს ძირითადი გადასახადის გარდა დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით (ტ.1. ს/ფ 43).
6.7. სარჩელის დაკმაყოფილების მოტივად ვერ გამოდგება მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან კომპანია 2015 წლის ივნისამდე ბუღალტერიას ელექტრონულად არ აწარმოებდა, ვერ მოიძია ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობაში, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წლის მარტში და სადაც დახარჯული იქნა დამფუძნებლის კუთვნილი თანხები, რადგან ბუღალტრული აღრიცხვა არის ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გამოყენების პროცესი დასაბუთებული შეფასებებისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ერთადერთი მოდელია, რომელიც იძლევა ინფორმაციას საწარმოთა მთელი საფინანსო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
6.8. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას საქმეში არსებული მასალებით.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
„4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
„1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან“. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი _ მომავალი სამუშაო ადგილიდან“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს“.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
„2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით“. ფულადი შემოსულობების და განაცემების მოძრაობის, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემოწმების მიერ დადგინდა, რომ 279897.44 ლარი ანგარიშის მიხედვით უნდა არსებულიყო სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად 2015 წლის დეკემბრის თვეში, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სსსკ 73.9 მუხლთან დაკავშირებით განმარტა, რომ - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს (სუს 14.03.2017წ. Nბს-702-695(2კ-16) განჩინება) და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ხელშეკრულების ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას...
6.9. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ნების ნაკლი, გარიგების დადება მხოლოდ მოსაჩვენებლად (მოჩვენებითი გარიგება), იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოყვეს (სკ-ის 56.1 მუხ.), რადგან, როგორც აღინიშნა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-3 მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა, რაც გამჭირვალე პროცესია და შესაბამისად შემოწმებისას დღის წესრიგში არ დადგებოდა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების გამოყენების აუცილებლობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავების განმხილველ ორგანოებში არ მომხდარა მტკიცებულებების წარდგენა, (ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნა არც სასამართლოში საქმის განხილვისას), რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს ან/და ახალი ადმინისტრაციული წარმოების დავალების საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის დარღვევა, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.10. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების გათავისუფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო სანქციის სახეებს მიეკუთვნება ჯარიმა და საურავი. ჯარიმა გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენისას, ამავე კანონით გათვალისწინებული ოდენობით; ხოლო საურავი გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გამოუვლინდა დარღვევები, რისთვისაც განესაზღვრა ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ასევე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა საურავი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს _ საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების მოთხოვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს დავების განხილვის ორგანოებს, მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ უფლება გაათავისუფლონ გადასახადის გადამხდელი სანქციისგან, რათა გამოჩნდეს ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან გადაწყვეტილების მიღებისას.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ სადავო საკითხთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც ამ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, არამედ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა/არ დადგენა. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად იქნას გადანაწილებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ საგადასახადო ორგანოზე იქნება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა. თუმცა, სანქციისგან კეთილსინდისიერი გადამხდელის გათავისუფლების მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი კანონმდებლობით არ არის განმარტებული. დოქტრინის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა აირეკლავს და ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს, პრინციპებს, მიზანს. ადმინისტრაციულ მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავის სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-626-596(კ-07)). სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებას გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან, რაც თავისთავად გულისხმობს გადამხდელის უფლებას მიმართოს უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და გათავისუფლდეს სანქციისგან თუ დაამტკიცებს სამართლებრივი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ მომხდარა იმ გარემოებების დადასტურება, რომელიც გახდებოდა საფუძველი სადავო ჯარიმის ნაწილში მის გათავისუფლების.
სასამართლო, ასევე, მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებს, რომელთა თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა საჯარიმო სანქციების გარდა ითვალისწინებს უფლებააღმდგენ სანქციებსაც, მათ შორის, საურავს, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე, ა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საურავი გაანგარიშებულია გადამხდელის კუთვნილი, მათ შორის, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2588.00 (ტ.1.ს/ფ120;141;150) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძე
სადავო საკითხი
1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N39369 ბრძანება;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის N021-159 „საგადასახადო მოთხოვნა“;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.03.2019 წლის N6901 ბრძანება;
4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 04.10.19 წლის N8061/2/2019 გადაწყვეტილება მოსარჩელე შპს „----------“-სათვის საშემოსავლო გადასახადის - 55 979 ლარის და ჯარიმის და საურავის დაკისრების ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით - აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 24 მაისის N12520 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი: 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების საფუძველი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილები და დადგენილება.
-2018 წლის 26 დეკემბერს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (2015 წ. შესამოწმებელ პერიოდზე), რომლის მიხედვით მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადში – ძირითადი გადასახადი 571 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით – 428 ლარი, საშემოსავლო გადასახადში - ძირითადი გადასახადი -55979 ლარი, ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით – 27990 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით -100 ლარი.
-2019 წლის 02 იანვარს საწარმომ შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი, რომლის მიხედვითაც არ დაეთანხმა აქტის მიხედვით დარიცხულ თანხებს, კერძოდ, სალაროში გამოვლენილი ფულადი ნაშთის დაკვალიფიცირებას საწარმოს ხელმძღვანელ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისი თანხების დარიცხვას საშემოსავლო გადასახადში. გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ხდებოდა სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის პროცესში, და რომელ ხარჯებზედაც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტალური დადასტურება. ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400000 ლარს აღემატებოდა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 06 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N13) განიხილა მომჩივანის საჩივარი და ის დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, მან მართებულად მიიჩნია იმ თანხის, რომელიც სალაროში უნდა არსებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, განხილვა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. საბჭო მიუთითა, რომ გადამხდელს უნდა დაესაბუთებინა და დაედასტურებინა კრედიტორული ან დებიტორული დავალიანებების, ასევე 2015 წლის საწყისი და ბოლო მომენტებისათვის ნაღდი ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, დასაბეგრი ბაზის ფორმირებაში მონაწილე ფულადი ნაკადების მოძრაობა.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის N4225- რს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით განხორციელდა ცვლილებები სსკ სსკ-ის 272-ე და (275-ე მუხლებში. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აუდიტს დეპარტამენტს დაავალა, სსკ-ის 269- ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი დასკვნის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა დამატებული ღირებულების გადასახადში - 314 ლარი.
საქმის მასალებით 2019 წლის 14 აპრილს, მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარადგინა ახალი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ის არ დაეთანხმა აქტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს.
მოსარჩელის განმარტებით შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ამავე დროს ანგარიშვალდებული პირების მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ხდებოდა სასტუმროს მშენებლობისა და რემონტის პროცესში, და რომელ ხარჯებზეც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო ვერ მოხერხდა დოკუმენტალური დადასტურება. ამ თანხების მოცულობა მათი მონაცემებით 400 000 ლარს აღემატებოდა.
30.04.2019 წლის წერილით გადამხდელმა დამატებით წარადგინა 2013-2014 წწ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია დამფუძნებლის/დირექტორის მიერ სულ 62200 ლარის შეტანა საწარმოს ანგარიშზე და შემდეგ შესაბამისი გადარიცხვები საწარმოს კრედიტორზე. ასევე წარადგინა სალარო შემოსავლის ორდერები, რომლებითაც ნაჩვენებია საწარმოს მიერ ნაღდი თანხების (სულ 2164,75ლ) გადახდა კრედიტორებზე.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 04.10.2019 წელს განიხილა აღნიშნული საქმე და N 8061/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად დავის საგანია - ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
-გადაწყვეტილების თანახმად, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების ხელფასად განხილვის და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით გადამხდელს არც შემოწმების პროცესში, არც საჩივრის განხილვის რომელიმე ეტაპზე არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შემოწმების მიერ დარიცხული სადავო თანხების გადაანგარიშების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. (ს.ფ.111-118).
გადაწყვეტილება
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.