N 225 - 18/05/2021 - „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №225
2021 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022040) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2022 წლის 1 ივნისამდე ზეთების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:“.
3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი I ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი I
ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690801433480 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
აღდგენა
15%
18%
23%
25%
30%
35%
40%
45%
50%
50%
ენერგიის აღდგენა
7%
9%
10%
12%
15%
17%
20%
23%
25%
25%
რეგენერაცია
8%
9%
10%
13%
15%
18%
20%
22%
25%
25%
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე