დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა N 1143
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა N 1143
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირს, რომელიც გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით ყოველთვიურად იღებდა 15 000 ლარს, დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება
· პირმა გააგრძელა საქმიანობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე და იმავე ოდენობით (15000 ლარი) კომპენსაციის მიღება
· საგადასახადო ორგანომ გამოავლინა აღნიშნული ფაქტი
შეფასება
· პირის მიერ დარღვეულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის წესი: დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბებისას, იგი ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად
ღონისძიებები
· საგადასახადო ორგანო მოახდენს პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას
· პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და დაჯარიმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის (სსკ 282-ე მუხლის პირველი ნაწილი)
· კომპენსაციის თანხა (15000 ლარი) არ მოიცავდა დღგ-ს. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს 15000 ლარის ოდენობით (დღგ შეადგენს 2700 ლარს)
· დღგ-ის გადამხდელად იძულებითი წესით რეგისტრაციამდე პერიოდებზე პირი დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის არ დაჯარიმდება
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით