N 147 - 11/04/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 11.04.2023
№ დოკუმენტი 147
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2023 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 117 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) არააგლომირირებულ კონცენტრირებულ წიდად მიიჩნევა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2601 11 000 01 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 123-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1231 გრაფა:

„1231 , არააგლომირირებული კონცენტრირებული წიდის ექსპორტის პროცედურაში გაფორმება , , 1 ტონა – 20 ლარი“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 17 აპრილიდან.

 

პრემიერ-მინისტრი, , ირაკლი ღარიბაშვილი