ბრძანება N 21823
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21823
07 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -----------------)
2024 წლის 13 და 29 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ --------) N135268/21 და №143630/21 საჩივრები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის N--------- წერილით საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებელს ეთქვა უარი, იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, განმხილველმა ორგანომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღოს რაიმე სახის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით ითხოვს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ 2024 წლის 6 ივნისს წარმოდგენილ იქნა № ---------- განცხადება, რომლითაც ითხოვდა შპს „----------“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისგან თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის რეაგირებას და ასევე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა პირს შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებით კუთვნილი დღგ-ის ჩათვლით სარგებლობა იმ პირობებში, როდესაც მომსახურების გამწევი თავს არიდებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას.
აღნიშნულზე გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 ივნისის N-------- წერილი, რომელშიც განემარტა, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია. ასევე განემარტა, რომ მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა წარმოდგენილ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლას განსხვავებული საფუძვლით არ ითვალისწინებს. რაც შეეხება შპს „----------“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისგან თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2024 წლის 23 ივლისს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში ისევ იქნა წარდგენილი განცხადება შპს „--------“ გადახდილი თანხის შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხის ჩათვლის მიღების თაობაზე. აღნიშნულზე გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 ივლისის N-------- წერილი, რომელშიც განემარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე წერილობითი განმარტება მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილია მიმდინარე წლის 17 ივნისს N---------- წერილით.
გადამხდელის მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს წარმოდგენილი იქნა №--------- განცხადება/საჩივარი, რომლითაც ითხოვდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის №--------- წერილის გაუქმებას. აღნიშნულზე გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აგვისტოს N--------- წერილი, რომელშიც განემარტა, რომ გასაჩივრებული წერილი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ სავალდებულო ელემენტებს და შესაბამისად, მის მიმართ არ მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის განსაზღვრული ნორმები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს ორი სახის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გასაჩივრებული წერილი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ სავალდებულო ელემენტებს და შესაბამისად, მის მიმართ არ მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის განსაზღვრული ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით ითხოვს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ 2024 წლის 6 ივნისს წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც ითხოვდა შპს-ს მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისგან თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის რეაგირებას და ასევე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა პირს შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებით კუთვნილი დღგ-ის ჩათვლით სარგებლობა იმ პირობებში, როდესაც მომსახურების გამწევი თავს არიდებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას.
2024 წლის 23 ივლისს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში ისევ იქნა წარდგენილი განცხადება შპს-ს “ გადახდილი თანხის შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხის ჩათვლის მიღების თაობაზე.გადამხდელის მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს წარმოდგენილი იქნა განცხადება/საჩივარი, რომლითაც ითხოვდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის წერილის გაუქმებას.
აღნიშნულზე გადამხდელს გაეგზავნა განემარტა, რომ გასაჩივრებული წერილი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ სავალდებულო ელემენტებს და შესაბამისად, მის მიმართ არ მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის განსაზღვრული ნორმები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილს.