უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხზე ჩათვლა N 2625

2625 უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხზე ჩათვლა 23.02.2017
№ დოკუმენტი 2625
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხზე ჩათვლა N 2625

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X"-მა 2017 წლის თებერვლის თვეში ფიზიკურ პირზე საბაზრო პროცენტით გასცა სესხი 1 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რა დროსაც კურსი შეადგენდა 2,0-ს. აღნიშნული სესხის ნაწილი - 600 000 აშშ დოლარი, ფიზიკურმა პირმა დააბრუნა 2018 წლის მარტის თვეში, რა დროსაც კურსმა შეადგინა 1,7, ხოლო დარჩენილი 400 000 დოლარი დააბრუნა 2018 წლის სექტემბრის თვეში, რა დროსაც კურსი იყო 2.4. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.

შეფასება

· სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა ან/და რომელიმე ამ პირის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული სესხის თანხას. ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და სსკ-ით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. სსკ-ის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85- ზე გაყოფის შედეგად. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

· სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმო 2017 წლის თებერვლის თვეში ვალდებული იყო, დაერიცხა და გადაეხადა 35 2941 (1 000 000*2,0/0,85*15%=35 2941) ლარი მოგების გადასახადი. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ თანხის დაბრუნება განხორციელდა განსხვავებულ პერიოდში, საწარმოს უფლება აქვს, ჩაითვალოს მოგების გადასახადის თანხა, სესხის გაცემის საანგარიშო პერიოდში (თებერვალი) არსებული კურსის შესაბამისად. კერძოდ, მარტის თვეში - 211 764 ლარი (600 000 *2,0/0,85*15%=211 764) და სექტემბრის თვეში 141 17 6 ლარი (400 000*2,0/0,85 *15%).

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით