N 442 - 04/09/2019 - „ტექნიკური რეგლამენტის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 442
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №442

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის

2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/09/2015, 300160070.10.003.018863) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხმ-ის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური).“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე