დღგ-ის ჩათვლა წარმოებულ არასასაქონლო პროდუქციაზე (მინის ტარა - ლეწი) N 1165

1165 დღგ-ის ჩათვლა წარმოებულ არასასაქონლო პროდუქციაზე (მინის ტარა - ლეწი) - (ძალადაკარგული) 02.02.2012
№ დოკუმენტი 1165
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა წარმოებულ არასასაქონლო პროდუქციაზე N 1165

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმო უშვებს სხვადასხვა დასახელებისა და ფერის მინის ტარას. პროდუქციის ფერის შესაცვლელად, ტექნოლოგიური პროცესით მოითხოვება "შუალედური/გარდამავალი ფერის" არასასაქონლო პროდუქციის/მინის ტარის წარმოება. წარმოებული არასასაქონლო პროდუქცია ნედლეულის/"ლეწის" სახით საწარმოს მიერ ჩართულია მარაგებში.

· ვარიანტი I: არასასაქონლო პროდუქციის გამოშვებაზე მოხმარებული გაზის, ელ.ენერგიის, წყლის და ა.შ ხარჯები საწარმოს მიერ ჩართულია გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის თვითღირებულებაში, ხოლო დღგ ჩათვლილია.

· ვარიანტი II: არასასაქონლო პროდუქციის გამოშვებაზე მოხმარებული გაზის, ელ.ენერგიის, წყლის და ა.შ ხარჯები საწარმოს მიერ არ არის ჩართული გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის თვითღირებულებაში და გამოქვითულია ხარჯებში, ხოლო დღგ ჩათვლილია.

შეფასება

· სსკ-ის 105-ე მუხლის (ძვ. 177-ე მუხლის) თანახმად ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან.

· სსკ-ის 174-ე მუხლის (ძვ - 274-ე მუხლის) მიხედვით დღგ-ს ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება დასაბეგრ ოპერაციებში.

· იმის გათვალისწინებით, რომ დღგ-ით დასაბეგრი საქონლის წარმოებისათვის არასასაქონლო პროდუქციის გამოყენება ტექნოლოგიური პროცესით არის განპირობებული, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მის გამოშვებაზე გაწეული ხარჯები არ არის ჩართული გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის თვითღირებულებაში, არ უნდა გახდეს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი

· I ვარიანტში საწარმოს ქმედება მართლზომიერია.

· II ვარიანტი საწარმოს მიერ შემცირებულია მარაგების ღირებულება

ღონისძიებები

· II ვარიანტი: მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 12 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით