დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა N 1417
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა N 1417
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ 2009 წელს ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის (ძვ.273-ე მუხლის პირველი ნაწილი) შესაბამისად განახორციელა 2000 წელს შეძენილი უძრავი ქონების საშუალო წლიური ნარჩენი ღირებულების შესაბამის კოეფიციენტზე (3-ზე) გამრავლება
•საწარმომ 2009 წელს ქონების გადასახადი გადაიხადა მის მიერ განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულებიდან
•მიუხედავად კოეფიციენტზე გამრავლებისა, საწარმოს მიერ გაანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი რეალური (საბაზრო) ღირებულებისაგან. შესაბამისად, 2011 წელს საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ორგანომ საწარმოს 2009 და 2010 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი თანხა განუსაზღვრა საბაზრო ფასით
•საწარმომ 2011 წლის ქონების გადასახადი გაიანგარიშა არა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ღირებულებიდან, არამედ წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებიდან გამომდინარე (წლიურ საბალანსო ნარჩენი ღირებულების განსაზღვრის მიზნით საწარმოს მიერ გათვალისწინებულია ბუღალტრული ცვეთა)
შეფასება
•სსკ-ის 202-ე (4) მუხლის მიხედვით საწარმო ვალდებული იყო დასაბეგრი ქონების მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი საბაზრო ფასი (ფიქსირებულად) გამოეყენებინა მომდევნო 3 საგადასახადო წლის განმავლობაში (2012 წლის ჩათვლით)
•3 წლის გასვლის შემდეგ საწარმოს უფლება აქვს დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვროს საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებით
ღონისძიებები
•საწარმო 2011 და 2012 წლის ქონების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით