უიმედო ვალი (არ გამოიქვითა, რადგან ვერ დგინდება დებიტორული დავალიანების წარმოშობის ვადა) N 0302
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უიმედო ვალი N 0302
ფაქტობრივი გარემოებები
· პირს წლიური დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს უიმედო ვალის სახით საქონლის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანება
· პირმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება გადახდის ვადის გადაცილება
შეფასება
· იმის გათვალისწინებით, რომ პირი ვერ ასაბუთებს დებიტორული დავალიანების დაფარვის ვადის გადაცილებას, გამოქვითული თანხა ვერ დაკვალიფიცირდება უიმედო ვალად
· პირმა არასწორად გამოქვითა თანხა უიმედო ვალის საახით, შესაბამისად, მას გაზრდილი აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი
ღონისძიებები
· უნდა დაზუსტდეს (შემცირდეს) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირს დაერიცხება მოგების (საშემოსავლო - ფიზიკურ პირის შემთხვევაში) გადასახადის ძირითადი თანხა და ჯარიმა სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
აღნიშნული გარემოება და შეფასება არ გამორიცხავს კოდექსით დადგენილი, უიმედო ვალად აღიარებისათვის სხვა ნორმების შესრულების ვალდებულებას
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით