სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 173
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი
მასალების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი მასალების ნუსხა“.
2. დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლდეს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №799 – ვებგვერდი, 28.12.2020წ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი და სარგავი
მასალების ნუსხა
პესტიციდები და აგროქიმიკატები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683727370213 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ნომენკლატურის
სასაქონლო კოდი
საქონლის დასახელება
შენიშვნა
3808 61 000 00
3808 62 000 00
3808 69 000 00
პესტიციდები დაფასოებული
3808 92 100 00
პრეპარატები სპილენძის ნაერთების ფუძეზე
3808 99 100 00
როდენტიციდები
3808 99 900 00
პესტიციდები დანარჩენი
3102 80 000 00
შარდოვანასა და ამონიუმის ნიტრატის ნარევები წყალხსნარში ან ამონიუმის ხსნარში
3102 10 100 00
სასუქი შარდოვანა, მათ შორის, წყალხსნარში, აზოტის შემცველობით 45 მას. %-ზე მეტი, მშრალ უწყლო პროდუქტზე გადაანგარიშებით
3102 60 000 00
კალციუმის ნიტრატისა და ამონიუმის ნიტრატის ორმაგი მარილები და ნარევები
2833 25 000 00
სპილენძის სულფატი
თესლი და სარგავი მასალა:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683727370218 {null margin: 0 auto !important; }სეს ესნ სასაქონლო კოდი
საქონლის დასახელება
შენიშვნა
0602 10
დაუფესვიანებელი კალმები და გადანაწვენები
0602 20
ხეები, ჯაგნარები და ბუჩქნარები, დამყნობილი ან დაუმყნობელი, საჭმელი ნაყოფის ან კაკლის მომცემი
0602 90 300 00
ბოსტნეული კულტურების, მარწყვისა და ხენდროს მცენარეები
0602 90 500 00
ღია გრუნტის მრავალწლიანი მცენარეები, ხეების, ჯაგნარებისა და ბუჩქნარების გარდა
0602 90 700 00
დაფესვიანებული კალმები და ნორჩი მცენარეები, კაქტუსის გარდა
0713 33 100 00
ლობიო (დასათესად)
0701 10 000 00
სათესლე კარტოფილი
0712 90 110 00
ჰიბრიდული შაქრიანი სიმინდი (დასათესად)
1001 91 100 00
1001 91 200 00
სპელტა (დასათესად), რბილი ხორბალი და მესლინი, სათესლე
1003 10 000 00
ქერი (სათესლე)
1005 10
სიმინდი (სათესლე)
1007 10 100 00
მარცვლოვანი სორგო (დასათესი ჰიბრიდები)
1201 10 000 00
სოიოს ცერცვი (დასათესად)
1205 10 100 00
რაფსის ან კოზლას თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად)
1206 00 100 00
მზესუმზირის თესლი – დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი (სათესად)
1209
თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად.
შენიშვნა: თუ ნუსხაში მითითებულია ექვსნიშნა სასაქონლო სუბპოზიცია ან ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია, მაშინ იგულისხმება, რომ გათავისუფლება ვრცელდება მოცემული სუბპოზიციის ან პოზიციის ყველა საქონელზე.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №274 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილება №258 - ვებგვერდი, 08.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №701 – ვებგვერდი, 30.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის დადგენილება №172 – ვებგვერდი, 19.04.2021წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე