N 3999-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 380-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდებად მიიჩნევა აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-13 ნაწილითა და 39-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.
N3999-XIIIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე