N 286 -26/07/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 26.07.2012
№ დოკუმენტი 286
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №286

2012 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ. ) დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების განკარგვა ან/და სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა, რომლის შედეგად მიღებული თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერიდან.

დ . გვინდაძე