თანამშრომელთა სარგებელი - მომსახურების სახით N 1801
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
თანამშრომელთა სარგებელი - მომსახურების სახით N 1801
ფაქტობრივი გარემოებები
•დაქირავებულმა მიიღო მომსახურება მესამე პირისაგან, ხოლო დამქირავებელმა აანაზღაურა თანხა და არ დაბეგრა გადასახადით
•ვარიანტი 1: ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია დაქირავებულის სახელზე, დამქირავებელმა არ გამოქვითა ხარჯებში და არ მიიღო დღგ-ის ჩათვლა
•ვარიანტი 2: ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია დამქირავებლის სახელზე, რომელიც დამქირავებელმა ასახა გამოქვითვებში და მიიღო დღგ-ის ჩათვლა
შეფასება
•ორივე შემთხვევაში, დაქირავებულისთვის ანაზღაურებული თანხა დღგ-ის ჩათვლით მიიჩნევა სახელფასო განაცემად (სარგებლად)
•მე-2 ვარიანტის შემთხვევაში, დამქირავებელს დანახარჯის გაქვითვის უფლება არ გააჩნია და რადგან დღგ-ის თანხა მიეკუთვნება ხელფასს, დღგ-ის ჩათვლაც არ უნდა მიეღო
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში გაიზრდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები
•ორივე შემთხვევაში გაიზრდება გამოსაქვითი ხარჯი სარგებლის ოდენობით
•მე-2 ვარიანტის შემთხვევაში, გაუქმდება დღგ-ის ჩათვლა და შემცირდება გამოსაქვითი ხარჯი ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხის ოდენობით (დღგ-ის გარეშე)
•ორივე ვარიანტში პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლი)
•ორივე ვარიანტში პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან თანხის დაუკავებლობისათვის (სსკ 134- მუხლი)