ძირითადი საშუალებების ღირებულების გამოქვითვა (1000 ლარამდე საწესდებო კაპიტალში შენატანიც გამოიქვითება) N 0247
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვა N 0247
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო დაფუძნდა და საწესდებო კაპიტალში მოხდა 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების შეტანა
· I ვარიანტი ძირითადი საშუალებების საწესდებო კაპიტალში შეტანა, ექსპლუატაციაში გადაცემა და გამოქვითვა განხორციელდა 2008 წელს
· II ვარიანტი ძირითადი საშუალებების საწესდებო კაპიტალში შეტანა, ექსპლუატაციაში გადაცემა და გამოქვითვა განხორციელდა 2009 წელს
შეფასება
· საწარმოს ქმედება მართლზომიერია სამართალდარღვევა არ იკვეთება
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით