წარმომადგენლის სახელზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მიღებული ჩათვლის გაუქმება (როდესაც საბაჟო დეკლარაციაში მყიდველის გრაფაში არ არის მითითებული ჩამთვლელის დასახელება) N 1119
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მიღებული ჩათვლის გაუქმება, როდესაც საბაჟო დეკლარაციაში მყიდველის გრაფაში არ არის მითითებული
ჩამთვლელის დასახელება N 1119
ფაქტობრივი გარემოებები
•პირს იმპორტირებული აქვს საქონელი. საბაჟო დეკლარირება განხორციელებულია წარმომადგენლის მიერ, რომელიც მოქმედებს მყიდველის სახელითა და დავალებით. საბაჟო დეკლარაციაში მყიდველის გრაფაში მითითებულია წარმომადგენელი
•საწარმოს მიერ საქონლის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალება) ღირებულება გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლებიდან და მიღებული აქვს საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა
შეფასება
•თუ ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ საქონლის ფაქტობრივი მესაკუთრე არის მარწმუნებელი (ქონება რეგისტრირებულია მარწმუნებელი პირის სახელზე, ან მის მიერ განხორციელებულია იგივე საქონლის შემდგომი რეალიზაცია), ასეთ შემთხვევაში მარწმუნებელი პირის ქმედება მართლზომიერა
ღონისძიებები
•უნდა გადამოწმდეს (გამოირიცხოს) რწმუნებული პირის მიერ დღგ-ის დუბლირებული ჩათვლის მიღება და გამოქვითვები იმპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით