N 415 - 06/11/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №415
2023 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
1. „ჭ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ1) 571 და 572 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე ფაქტობრივად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადს. ასევე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფილიალი, საამქრო და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ უჯრებში შეიტანება ამ ქვედანაყოფში ფაქტობრივად, მათ შორის, სეზონურად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი;“.
2. „ჭ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ; ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე