შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 04.09.1995
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მონაწილე მხარეებად წოდებულნი, შემდგომში მონაწილე მხარეებად წოდებულნი,სურთ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით,ისწრაფვიან საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლის განვითარებასა და დაჩქარებას,მხედველობაში იღებენ იმას, რომ საბაჟო დარღვევები ზარალს აყენებენ ორივე მონაწილე მხარის ეკონომიკურ ინტერესებს,დარწმუნებულნი იმაში, რომ საბაჟო კანონმდებლობის დაცვა და საბაჟო დარღვევებთან ბრძოლა უფრო წარმატებით განხორციელდება მონაწილე მხარეების საბაჟო სამსახურების თანამშრომლობის პირობებში,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

განსაზღვრებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის შემდეგი ტერმინები ნიშნავს:

1.ტერმინი "საბაჟო კანონმდებლობა" ნიშნავს იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებენ საქონლის გატანას, შემოტანასა და ტრანზიტს, აგრეთვე საერთაშორისო საფოსტო გზავნილებს, სავალუტო და სხვა ფასეულობებს, ბაჟის, მგზავრთა ხელის ბარგსა და ტვირთებს, სხვა ბეგარისა და მოსაკრებლების ამოღებას ან საბაჟო საზღვრის გავლით საქონლის გადატანისას შეღავათების, შეზღუდვების, აკრძალვების, ნებართვების, კონტროლის დადგენას.

1.ტერმინი "საბაჟო კანონმდებლობა" - ნიშნავს იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო საფოსტო გზავნილებს, სავალუტო და სხვა ფასეულობების, მგზავრთა ხელის ბარგისა და ტვირთების, საქონლის შემოტანას, გატანასა და ტრანზიტს, საბაჟო გადასახადების, სხვა ბეგარისა და მოსაკრებლების ამოღებას.

2.ტერმინი "საბაჟო სამსახურები" ნიშნავს საქართველოს მხარისათვის - საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს; უზბეკეთის მხარისათვის - უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო კომიტეტის მთავარ საბაჟო სამმართველოს;

3.ტერმინი "საბაჟო დარღვევა" ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;

4.ტერმინი "პირი" ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

5.ტერმინი "ნარკოტიკული საშუალებები" ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1961 წლის 30 მარტის ერთიანი კონვენციის სიაში შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით;

6.ტერმინი "ფსიქოტროპული ნივთიერებები" ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც ჩართულია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის 21 თებერვლის კონვენციის სიაში შემდგომი ცვლილებებით.

მუხლი 2

შეთანხმების მოქმედების სფერო

1.საბაჟო სამსახურები, შიდა კანონმდებლობის დაცვით და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობენ:

a) ორ სახელმწიფოს შორის სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლის გაიოლებისა და დაჩქარებისათვის;

b) ბაჟების და სხვა მოსაკრებლების კანონიერად ამოღების უზრუნველყოფისა და ასევე, საიმპორტო და საექსპორტო შეღავაღების გამოყენებისათვის;

c) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთისათვის.

2.ეს შეთანხმება არ შეეხება სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე მონაწილე მხარეთა ვალდებულებებს.

მუხლი 3

საბაჟო ფორმალობების გამარტივება

1.საბაჟო სამსახურები:

ორ სახელმწიფოს შორის სამგზავრო და სატვირთო გადაადგილებების გამარტივებისა და დაჩქარებისათვის: ურთიერთთანხმობით იღებენ აუცილებელ ზომებს საბაჟო ფორმალობების გასამარტივებლად;

აღიარებენ ერთმანეთის საბაჟო უზრუნველყოფას (ლუქები, ბეჭდების ნიმუშები, შტემპები) გამოსაყენებელი საბაჟო დოკუმენტების ბლანკებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით საკუთრივ უზრუნველყოფენ საქონლისა და საგნების გადატანას.

2.საქონლისა და სხვა სატრასნპორტო საშუალებების ტრანზიტი თავისუფლდება საბაჟო დათვალიერებისაგან, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მონაწილე მხარეთა კანონმდებლობით შესაბამისად არსებობს სავარაუდო საფუძველი აკრძალული საქონლის შემოტანასა და ტრანზიტზე.

მუხლი 4

მოწმობის წარდგენა

1.საბაჟო სამსახურები, მოთხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს, გადასცემენ ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიიდან გატანილი და მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე კანონიერად შეტანილი საქონლის დამადასტურებენ მოწმობებს. მოწმობებში მითითებულია საქონლის გასაფორმებელი შესაბამისი საბაჟო პროცედურების სახეობა და შედეგები. აღნიშნული შეეხება მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტს.

2.საბაჟო სამსახურები მოთხოვნის მიხედვით ერთმანეთს წარუდგენენ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ მათი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი საბაჟო ორგანოების მიერ წარდგენილი მოწმობები ან სხვა დოკუმენტები ქმედითია და შეიცავენ ყველა საჭირო მონაცემს.

მუხლი 5

ბრძოლა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან

1.საბაჟო სამსახურები, კონტრაბანდის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის თავიდან ასაცილებლად, აღსაკვეთად აქტიური ქმედებისა და გამოძიების მიზნით, მოთხოვნის გარეშე და შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში ერთმანეთს აწვდიან მონაცემებს:

a) იმ პირებზე, რომელთა შესახებ, ცნობილია, რომ ისინი ეწევიან კონტრაბანდას, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვას, ან, ეჭვმიტანილი არიან მასში.

b) სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებზე, კონტეინერებსა და გზავნილებზე, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ ისინი გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტრაბანდისათვის, ან, იწვევენ ამგვარი გამოყენების ეჭვს.

2.საბაჟო სამსახურები წინასწარ მოთხოვნის გარეშე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვისას გამოყენებული კონტრაბანდული მეთოდებისა საშუალებების და ასევე, მათზე კონტროლის ახალი მეთოდების ეფექტურობის შესახებ.

3.ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების შესაბამისად, რომელიმე მონაწილე მხარის მიერ მიღებული შეტყობინება, მონაცემები და დოკუმენტები, შეიძლება გადაეცეს ამ მხარის სამართალდამცავ ან სხვა სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ნარკომანიასთან და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლით.

4.მონაწილე მხარეთა შიდა კანონმდებლობის საფუძველზე შიდა კანონმდებლობის საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით, სამსახურები, აუცილებლობის შემთხვევაში, ნარკოტიკებისა და საშუალებებისა ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირების გამოსავლენად იყენებენ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი მიწოდებების მეთოდს.

გადაწყვეტილება კონტროლირებად მიწოდებათა მეთოდის გამოყენების შესახებ მიიღება მონაწილე მხარეთა მიერ თითოეული კონკრეტული შემთხვევისას და საჭიროებისამებრ შეუძლია გაითვალისწინონ მხარეთა ფინანსური შეთანხმებები.

მუხლი 6

მონაცემების გადაცემა

1.საბაჟო სამსახურები, მოთხოვნის საფუძველზე მათ შორის შეტყობინებების, ოქმების ან ოფიციალური ქაღალდების და სხვა დოკუმენტების რწმუნებული ასლების გადაგზავნით ერთმანეთს გადასცემენ მათ განკარგულებაში არსებულ ყველა მონაცემს:

a) იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა საშუალებითაც ხდება ბაჟის აკრეფა და სხვა მოსაკრებლების ამოღება და აგრეთვე, განისაზღვრება საქონლის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული კანონიერი შეღავათების მინიჭება.

b) იმ დადგენილი, მომზადებული ან დასრულებული ქმედებების შესახებ, რომლებიც მზადდება ან დასრულებულია და რომლებიც ეწინააღმდეგება ან შეიძლება შეეწინააღმდეგონ მომთხოვნი მონაწილე მხარის საბაჟო კანონმდებლობას.

2.საბაჟო სამსახურები, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში, მათ შორის წინასწარი მოთხოვნის გარეშეც, ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობათა ყველა შესაძლო დარღვევების შესახებ, რომლებთან ბრძოლაშიც გარკვეული დაინტერესება არსებობს მიმოსვლის შემდეგ სფეროებში:

a) ტვირთების და საქონლისა, რომელიც საფრთხეს უქმნის გარე სამყაროს, ან, მოსახლეობის ჯანმრთელობას;

b) იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების, ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანა;

c) მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული, მხატვრული ან არქეოლოგიური ფასეულობების მატარებელი საგნების გადატანა;

d) მონაწილე მხარეთა კანონმდებლობით გათვალისწინებული დიდი საბაჟო გადასახადებითა და საურავით დასაბეგრი საგნების გადატანა;

e) განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობისა და არასატარიფო შეზღუდვებს დაქვემდებარებულ საგნების გადატანა.

მუხლი 7

დოკუმენტების გადაცემა

1.საბაჟო სამსახურები, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში, ერთმანეთს აწვდიან მოქმედი საკანონმდებლო აქტების ასლებს, წესებსა და ინსტრიქციებს საბაჟო საკითხების შესახებ და შემდგომშიც დაუყოვნებლივ მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

2.ერთი მონაწილე მხარის საბაჟო სამსახური მეორე მონაწილე მხარის საბაჟო სამსახურს, მოთხოვნის მიხედვით გადასცემს ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების ასლებს, საბაჟო კანონმდებლობათა გამოყენების შესახებ.

3.დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნებში, ამ შეთანხმების მე-11 მუხლში გათვალისწინებული მოთხოვნებისაგან განსხვავებით, საქმის არსი შესაძლებელია არ აისახოს.

4.დოკუმენტების გადაცემა უნდა შეიცავდეს ადრესატის მიერ მისი მიღების დასტურს, მიღების თარიღის მითითებათა და საბაჟო სამსახურის მოთხოვნის დადასტურებით.

მუხლი 8

გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური დახმარება

1.საბაჟო სამსახურები:

a) ერთმანეთს უზიარებენ მოღვაწეობის გამოცდილებას და ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა ჩადენის შესაძლო ახალი საშუალებებისა და მეთოდების შესახებ;

b) ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ახალ დამხმარე ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ;

c) ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას ურთიერთ ინტერესის მქონე სხვა სახის საკითხების შესახებ;

2.საბაჟო სამსახურები, საბაჟო საქმის წარმოებისას აღმოუჩენენ ერთმანეთს ტექნიკურ დახმარებას, მათ შორის:

a) საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა გაცვლა იმ შემთხვევებში, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს, მეორე მონაწილე მხარის საბაჟო სამსახურის მიერ გამოუყენებელი ტექნიკური საშუალებების გაცნობის მიზნით;

b) საბაჟო სამსახურის თანამშრომლების სწავლება და დახმარება სპეციალური ცოდნის სრულყოფის მიზნით;

c) ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება კონტროლის ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებისათვის;

d) საბაჟო საკითხების ექსპერტთა გაცვლა;

e) საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული პროფესიონალური, სამეცნიერო და ტექნიკური ცნობების გაცვლა.

მუხლი 9

გამოძიება

ერთი მონაწილე მხარის საბაჟო სამსახურის მოთხოვნის მიხედვით, მეორე მონაწილე მხარის საბაჟო სამსახური ამ შეთანხმების მე-2 მუხლის 1 პუნქტის ბ და ც ქვეპუნქტების შესაბამისად ატარებს შემოწმებას ან გამოძიებას. შემოწმების ან გამოძიების შედეგები, ამ შეთანხმების მე-6 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, გადაეცემა მომთხოვნ საბაჟო სამსახურს.

2.გამოძიება ტერდება მომთხოვნი საბაჟო სამსახურის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახურის უფლებას ანიჭებს საბაჟო სამსახურის ოფიციალურ პირებს მონაწილება მიიღონ ამგვარ გამოძიებაში მონაწილეობით.

მუხლი 10

ექსპერტები და მოწმეები

იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კანონმდებლობისა და წესების განსახილველ დარღვევებთან დაკავშირებით ერთერთი მხარის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები მიმართავენ შესაბამისი მოთხოვნით, მაშინ, მეორე მხარის საბაჟო სამსახურს შეუძლია მიანიჭოს უფლებამოსილება თავის მომსახურეებს, გამოვიდნენ ექსპერტებისა და მოწმეების სახით ასეთ სასამართლო ან ადმინისტრაციულ განხილვაში.

ეს მომსახურეები იძლევიან ჩვენებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დადგენილი იქნა მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სასამართლო ან ადმინისტრაციულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ თხოვნაში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რომელ საქმეზე რა სტატუსით მოხდება მომსახურების წარდგენა.

მუხლი 11

მოთხოვნის ფორმა და შინაარსი

1.ამ შეთანხმების მე-9 მუხლში გათვალისწინებული მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები უნდა დაერთოს ორიგინალს, ოფიციალური დადასტურების ასლების ან ფოტოასლების სახით.

2.მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a) საბაჟო ორგანო, რომლის ინტერესები წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს;

b) პროცედურის სახე;

c) პროცედურის მონაწილე პირთა გვარები, მისამართები და სხვა მონაცემები;

d) მოთხოვნის საგანი და მიზეზი;

საქმის მოკლე აღწერა და მისი იურიდიული კვალიფიკაცია.

მუხლი 12

მოთხოვნის შესრულება

საბაჟო სამსახურები ერთმანეთს ეხმარებიან მოთხოვნის შესრულებაში თავიანთი სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 13

დოკუმენტები

1.დოკუმენტების ორიგინალების გაგზავნაზე მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტების ასლები ფოტოასლები არასაკმარისია.

2.დოკუმენტების ორიგინალები დაბრუნებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.

3.ამ მუხლის დებულებათა შესრულებისას არ უნდა მოხდეს მოთხოვნის მიმღები მხარის ან მესამე მხარის უფლებების შელახვა.

მუხლი 14

მიღებული მონაცემების გამოყენება

საბაჟო სამსახურებს, საბაჟო დარღვევებთან დაკავშირებულ გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას, ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული მონაცემები და დოკუმენტები შეუძლიათ გამოიყენონ თავის ოქმებში, მოწმეთა ჩვენებებსა და შეტყობინებებში როგორც მტკიცებები. ამ მონაცემებისა და დოკუმენტების მტკიცებები, ასევე, მათი გამოყენება სასამართლოზე, დგინდება მომთხოვნი მონაწილე მხარის შიდა კანონმდებლობით.

საბაჟო სამსახურები, ამ შეთანხმების შესაბამისად, მტკიცებულების სახით, საბაჟო დარღვევების მიზნით გამოძიების წარმოებისას სასამართლო გარჩევების დროს იყენებენ ცნობებს და დოკუმენტებს თავიანთ ოქმებში, შეტყობინებებში და მოწმეთა ჩვენებებში.

ამ დოკუმენტების მტკიცებულება და ასევე მათი გამოყენება სასამართლოში განისაზღვრება მთხოვნელი მონაწილე მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 15

დახმარების უარყოფა

1.თხოვნის უარყოფა ხდება იმ შემთხვევაში თუ მის შესრულებას შეუძლია ზიანი მიაყენოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ან, ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე მხარის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს ან მის საერთაშორისო ვალდებულებებს.

2.დახმარების უარყოფის მიზეზების შეტყობინება ხორციელდება წერილობითი ფორმით მთხოვნელი საბაჟო სამსახურის მიერ.

მუხლი 16

დანახარჯების ანაზღაურება

დახმარების აღმომჩენ საბაჟო სამსახურს უნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც ამ შეთანხმების შესაბამისად, გაწეული იქნა მოთხოვნის შესრულებისას საბაჟო სამსახურში არა მომუშავე ექსპერტებისა და თარჯიმანთა სამუშაოს ასანაზღაურებლად.

ამ შეთანხმების მე-8 მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება წარმოადგენს საბაჟო სამსახურებს შორის ცალკეულ მოლაპარაკებათა საგანს.

მუხლი 17

შეთანხმების შესრულება

1.ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა ხორციელდება უშუალოდ მონაწილე მხარეთა საბაჟო სამსახურებს შორის.

2.საბაჟო სამსახურები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ამ შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელ დოკუმენტებს.

3.ამ შეთანხმების შესრულების მიზნით საბაჟო სამსახურები ამყარებენ საჭირო კავშირებს მათ დაქვემდებარებაში მყოფ საბაჟო ორგანოებს შორის.

4.საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, პერიოდულად ან აუცილებლობის შემთხვევაში შეხვდებიან ერთმანეთს რიგრიგობით ერთი ან მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.

მუხლი 18

დასკვნითი დებულებები

ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით, სანამ, ერთერთი მონაწილე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მონაწილე მხარეს თავის განზრახვას მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

ამასთან ერთად, ამ შეთანხმების მოქმედება წყდება შეტყობინების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 28 მაისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ამ შეთანხმების განმარტებისას აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით