რემონტის ხარჯი (იჯარით აღებულ ძირითად საშუალებაზე, როდესაც იჯარა ვადაზე ადრე შეწყდა (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი)) N 0802
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რემონტის ხარჯი N 0802
ფაქტობრივი გარემოებები
•იჯარით აღებულ ცვეთად აქტივზე რემონტის ხარჯი კაპიტალიზირებულია და შექმნილია ცალკე ჯგუფი
•იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა
•იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან
•შექმნილი აქტივის მეიჯარეზე გადაცემა დღგ-ის მიზნებისათვის არ არის განხილული მიწოდებად
შეფასება
•შექმნილი აქტივის მეიჯარეზე გადაცემა მოგების გადასახადის მიზნისათვის არ ითვლება მიწოდებად. ასეთი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულდება, ამასთან ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება
•ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი გაზრდილია
•შექმნილი აქტივის მეიჯარეზე გადაცემა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად
ღონისძიებები
•გამოსაქვითი თანხა უნდა შემცირდეს და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)
•გადაცემული აქტივის ღირებულებას უნდა დაერიცხოს დღგ
•პირი დაჯარიმდება მოგებისა და დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ-ის 132-ე მუხლი)