ბრძანება N 4795
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4795
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ------ (პ/ნ -----) (ფაქტ. მის.: ქ. -----)
2025 წლის 8 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 18) განიხილა ----- ----- (პ/ნ -----) N 94236/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის N 2589 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის N 2589 ბრძანებას და განმარტავს, რომ ორმაგი მოქალაქეობის ქონა არ შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს შეზღუდვას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის. კანონის მოთხოვნა არის უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა, რასაც აკმაყოფილებს კიდეც.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საგადასახადო შეღავათის გავრცელებას და საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხის (დღგ-ის) დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 5 სექტემბრის N -----/-- განცხადებით ----- ----- მიმართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოსატანი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებით (N 74 19.08.2024), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით 18 მარტი 2025 N 4795 გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისათვის დამატებით განისაზღვრა, რომ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ უნდა განაცხადოს ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე (რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება).
მითითებული ცვლილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს, 2024 წლის 26 აგვისტოს და, შესაბამისად, ხსენებული პირობა გავრცელდა უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც საბაჟო საზღვარი გადმოკვეთეს ამ ცვლილების ამოქმედების შემდგომ.
ვინაიდან ----- ----- საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული იყო აღნიშნული ცვლილების შემდეგ და მას შემოსვლისას არ შეუვსია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, მოცემულ შემთხვევაში არ სრულდებოდა საგადასახადო შეღავათის გამოყენებისათვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა.
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებელს საბაჟო დეპარტამენტის N ----- (10.09.2024) წერილით უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე, რასაც არ დაეთანხმა მომჩივანი და 2024 წლის 16 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა N 153852/21 საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის N 22662 ბრძანებით ----- ------ (პ/ნ -----) N 153852/21 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მომჩივნის სახელზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მართლზომიერების საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის N 2589 ბრძანებით ----- ----- (პ/ნ -----) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ უარის თქმის საფუძველი არის მომჩივნის მიერ წარდგენილი და საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის დამატებითი შესწავლის შედეგად დადგინილი შემდეგი გარემოებები:
<> ----- ----- (პ/ნ -----) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და, იმავდროულად, ----- მოქალაქეს;
<> 2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოდან გასვლა და 2024 წლის 1 სექტემბერს საქართველოში შემოსვლა ----- ----- განხორციელებული აქვს ----- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით N -----;
<> ----- ----- სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გამოგზავნილია ----- დან.
იმისათვის, რომ პირს წარმოეშვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა.
ვინაიდან მოქალაქეობა არის შესაბამის ქვეყანასთან პირის სამართლებრივი კავშირი, საბაჟო დეპარტამენტმა ----- ----- მისი მოქალაქეობის ქვეყანა, ----- , „უცხოეთად“ არ განიხილა და მიიჩნია, რომ არ არსებობს ----- სახელზე ----- გამოგზავნილი საქონლის იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან. მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: მომჩივანი არის საქართველოს მოქალაქე და, იმავდროულად ----- მოქალაქეც, რომელსაც 2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოდან გასვლა და 2024 წლის 1 სექტემბერს საქართველოში შემოსვლა განხორციელებული აქვს ----- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტით და ამასთან, მის სახელზე შევსებული N ----- (23.01.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით დასტურდება, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულია ----- გამოგზავნილი საქონელი საერთო საბაჟო ღირებულებით 7 525.76 ლარი.
ვინიდან მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა პირის „უცხოეთში“ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნა, ხოლო ----- მომჩივნისთვის „უცხოეთად“ არ განიხილება და მის სახელზე ----- გამოგზავნილი საქონლის იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-წ მუხლის მე-4 ნაწილით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის N 22662 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის N 2589 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ----- (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შეღავათის გავრცელებას და საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხის (დღგ-ის) დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
უცხოეთში, ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ უნდა განაცხადოს ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე. ხსენებული პირობა გავრცელდა უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც საბაჟო საზღვარი გადმოკვეთეს ამ ცვლილების ამოქმედების შემდგომ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათის გავრცელებაზე,გადაწყვეტილება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-წ მუხლის მე-4 ნაწილით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 199-ე დ.დ; 60;