აქტივის აფასება N 2104

2104 აქტივის აფასება 13.08.2010
№ დოკუმენტი 2104
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივის აფასება N 2104

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ მოახდინა ძირითადი საშუალების-შენობის-აფასება საბაზრო ღირებულებით და ფასთა სხვაობა ასახა სარეზერვო კაპიტალში

•ვარიანტი I: ქონება აფასებული ღირებულებით აფასების წელს შეტანილ იქნა სხვა საწარმოს კაპიტალში 50%-ზე მეტი წილის სანაცვლოდ

•ვარიანტი II: ქონება აფასებული ღირებულებით აფასების წელს შეტანილ იქნა სხვა საწარმოს კაპიტალში 50%-ზე ნაკლები წილის სანაცვლოდ

•პირმა გასხვისებული შენობის საბაზრო ღირებულება არ შეიტანა ერთობლივ შემოსავალში

შეფასება

•ბასს 16-ის მიხედვით, საწარმო ვალდებულია რეალურად განსაზღვროს აქტივების ღირებულება და აფასების შედეგად მიღებული ფასთასხვაობა დასვას სარეზერვო კაპიტალში

•დაბეგვრის მიზნებისათვის, ქონების აფასებით მიღებული სხვაობა არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს

•პირველ ვარიანტში:

1. შენობის (მთლიანი ჯგუფის) სხვა საწარმოს კაპიტალში გადაცემა არ ითვლება რეალიზაციად.

2. გადაცემული აქტივის ნარჩენი ღირებულება აფასების გაუთვალისწინებლად ექვემდებარება ხარჯებიდან ამოღებას (ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განულდება გამოქვითვის გარეშე).

3. დაბეგვრის მიზნებისათვის, მიმღები მხარისათვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც გადამცემი მხარისათვის იყო აფასების გაუთვალისწინებლად

•მე-2 ვარიანტში:

1. შენობის (მთლიანი ჯგუფის) სხვა საწარმოს კაპიტალში გადაცემა ჩაითვლება საბაზრო ფასით რეალიზაციად.

2. ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულდება და ნამეტი თანხა შეიტანება ერთობლივ შემოსავალში.

3. დაბეგვრის მიზნებისათვის, აქტივის მიმღები მხარისათვის ღირებულება გამოითვლება საბაზრო ფასიდან

 

ღონისძიებები

 

•მე-2 ვარიანტში, შენობის საბაზრო ღირებულებით გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი

•ორივე ვარიანტში, დაზუსტდება შესაბამისი პერიოდის გამოქვითვები

•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლით)

 

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით