საკონტროლო-სალარო აპარატსა და სალაროს მონაცემებს შორის სხვაობის დაბეგვრა N 2203
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საკონტროლო-სალარო აპარატსა და სალაროს მონაცემებს შორის სხვაობის დაბეგვრა N 2203
ფაქტობრივი გარემოებები
•2008 წელს საწარმოს მიერ საკონტროლო სალარო აპარატით მიღებული დღის შემოსავალია 1000 ლარი, ხოლო ერთობლივ შემოსავალსა და სალაროში ასახულია მხოლოდ 800 ლარი
•ჩეკის შეცდომით ამობეჭდვის, სასაქონლო მარაგებში ცვლილებისა და დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებაში ფიქსირების ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება
შეფასება
•200 ლარის სხვაობა უნდა ჩაითვალოს საწარმოს შესაბამის დასაქმებულ პირზე გაცემულ ხელფასად
•ხელფასად განხილული თანხებით დაზუსტდება გამოქვითვები
•სხვაობა 200 ლარის ოდენობით უნდა დაემატოს ერთობლივ შემოსავალს
ღონისძიებები
•საწარმოს დაეკისრება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი (200 ლარიXშესაბამის განაკვეთზე)
•200 ლარით გაიზრდება გამოსაქვითი ხარჯები და ერთობლივი შემოსავალი
•სსკ–ის 134–ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაეკისრება ჯარიმა დაუკავებელი გადასახადის 10%–ის ოდენობით
•პირი დაჯარიმდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე