N 434 - 04/09/2019 - „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №434
2019 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“ (დანართი №1):
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველი პუნქტით, გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსსა და საქართველოს საბაჟო კოდექსში.“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის/ცხოველის საკვების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტი) მოქცევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და წარდგენილია სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“.“.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტვირთის დაშლის/დანაწილების შემთხვევაში, მის ყოველ ნაწილს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტი) მოქცევამდე თან უნდა ახლდეს „საერთო შესვლის დოკუმენტის“ დამოწმებული ასლი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე