N 229 - 30/07/2014 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 30.07.2014
№ დოკუმენტი 229
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №229

2014 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს მოსაკრებლ(ებ)ის (რომელთა გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ორგანოებს) პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ზე არსებული თანხები.“.

2. დანართი №I-13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური

 

დანართი №I-13

 

#assignedTableId-1675765900641 {null margin: 0 auto !important; }

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

 

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

 

(დასახელება/სახელი და გვარი)

 

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

(მისამართი)

 

გაცნობებთ,რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ისა) მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ----------- ლარის ოდენობით. მათ შორის ------------------- გადასახადში/სანქციაში ----------- ლარი და ა.შ.

გთხოვთ,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ემუხლის შესაბამისად,------------ გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ----------- ლარი გადამიტანოთ------------ გადასახადში/სანქციაში (დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე:ბანკი--------------------------, ბანკის კოდი --------------------- ,ა/ა----------------------------------------- ).

ზედმეტობა წარმოქმნილია............................................................................................................................

..............................................................................................................................................................................

...............................................................................................................................................................................

................................................................................................................................................................................

................................................................................................................................................................................

...............................................................................................................................................................................

(მიეთითება ზედმეტობის წარმოშობის მიზეზები)

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას თან ერთვისი ნფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების/გაანგარიშებების დაბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ და სხვადოკუმენტები ,რომლებიც ადასტურებს ზედმეტობის არსებობას.

 

(ხელმოწერა)

 

20

 

(რიცხვი) (თვე) (წელი)

 

გადასახადისგადამხდელი: