N 505-IIმს-XIმპ - 16/04/2025 - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.04.2025
№ დოკუმენტი 505-IIმს-XIმპ
სტატუსი ასამოქმედებელი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გადაცემა, უკანონო რეალიზაცია, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) გადაცემა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე;“;

გ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:

„წ1) უკანონო რეალიზაცია − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ;“.

 

2. №1 დანართით გათვალისწინებული III სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე−70-ე გრაფები:

#assignedTableId-1745304405499 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }68

გაბაპენტინი

Gabapentin

2-[1-(aminomethyl)cyclohexyl]aceticacid

 

69

ბაკლოფენი

 

Baclofen

4-amino-3-(4-chlorophenyl)butanoicacid

 

70

ტრიჰექსიფენიდილი

(ციკლოდოლი)

Trihexyphenidyl

(Cyclodol)

1-cyclohexyl-1-phenyl-3-piperidin-1-ylpropan-1-ol

 

3. №2 დანართის:

ა) ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“:

ა.ა) 29-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304437068 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }29

ბუპრენორფინი

0,0012

0,012

0,03

 

ა.ბ) 73-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304460918 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }73

მცენარე კანაფი

10

155

750

 

ა.გ) 82-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304479658 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }82

კოკაინი (ფუძე და მარილები)

0,06

0,6

2

 

ა.დ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304496213 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }92

მარიხუანა

− გამომშრალი

− ნედლი

 

5

10

 

70

140

 

250

500

 

ა.ე) 153-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304510552 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }153

პსილოციბინისან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა

0,5

5

20

 

ა.ვ) 189-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304525409 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }189

ჰეროინი

0,005

0,2

0,5

 

ბ) ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ფსიქოტროპული ნივთიერებები“:

ბ.ა) 23-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304540487 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }23

კეტამინი

0,1

1

3

 

ბ.ბ) 51-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1745304554614 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }51

პრეგაბალინი

0,6

6,0

20

 

ბ.გ) 67-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე−70-ე გრაფები:

#assignedTableId-1745304571108 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }68

ბაკლოფენი

0,01

0,1

0,5

 

69

გაბაპენტინი

0,3

3

15

 

70

ტრიჰექსიფენიდილი

(ციკლოდოლი)

0,002

0,2

1

 

გ) შენიშვნების:

გ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ნუსხით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერებების – თიანეპტინის, პრეგაბალინისა და კეტამინის − წამლის ფორმებისა.“;

გ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2603 მუხლის მიზნებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს ფსიქოტროპული ნივთიერებების – გაბაპენტინის, ბაკლოფენისა და ტრიჰექსიფენიდილის (ციკლოდოლის) − როგორც სუფთა ნივთიერებების (სუბსტანციების), ისე წამლის ფორმების უკანონო რეალიზაცია.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,16 აპრილი 2025 წ.

N505-IIმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე