N 116 - 11/03/2011 - „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 11.03.2011
№ დოკუმენტი 116
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №116

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 11/01/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს გასცემს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო);

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:

ბ.ა) ნიმუშის აღება ანალიზისათვის;

ბ.ბ) დამუშავება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე