შენობა-ნაგებობის დემონტაჟი N 0263
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შენობა-ნაგებობის დემონტაჟი N 0263
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს ერთ შენობაში სხვადასხვა დროს 2 ნასყიდობის ხელშეკრულებით ჯამურად შეძენილი აქვს 1400 კვ.მ ფართი. აღნიშნული ფართების მიხედვით შექმნილია 2 დამოუკიდებელი ჯგუფი (100 კვ.მ-ზე და 1300 კვ.მ-ზე),ამასთან საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს ერთი საკადასტრო კოდი
•2008 წელს საწარმომ მოახდინა აღნიშნული შენობა-ნაგებობიდან (1400 კვ.მ )მხოლოდ 1300 კვ.მ -ის დემონტაჟი და შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა იმავე წელს სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან. დარჩენილი 100 კვ.მ აღრიცხულია ცალკე ჯგუფად და აღნიშნულის მიხედვით გრძელდება ამორტიზაციის დარიცხვა
შეფასება
•სსკ-ის 111-ე მუხლის მე-9 (ძვ. 183-ე მუხლის მე-9) ნაწილის მიხედვით, თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებულია ან ლიკვიდირებულია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას
•მოცემულ სიტუაციაში მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს ერთი საკადასტრო კოდი, სახეზეა ცალკე ჯგუფში აღრიცხული უძრავი ქონების სრულად ლიკვიდაცია. შესაბამისად, საწარმოს ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 16 ივლისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახდო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით