N 91 - 19/03/2024 - „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №91
2024 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, 300160070.10.003.021791) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის X დანართის („ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №1“) პირველი – მე-3 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1711029431249 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1.
რესპირატორი
რესპირატორული დამცავი ნიღბები შეცვლადი ფილტრებით
9020 00 100 00
9020 00 900 00
რესპირატორული მოწყობილობა სახის დამცავი ნიღბით
აირებისგან დამცავი რესპირატორული მოწყობილობები
რესპირატორული აღჭურვილობები –
დაივინგისთვის
ნაწილაკების მფილტრავი რესპირატორული დამცავი პირბადეები (გარდა სამედიცინო, ქირურგიული პირბადეებისა)
6307 90 930 00
6307 90 950 00
2.
თვალისა და სახის დაცვა
თვალის ინდივიდუალური დამცავი ფარები და სათვალეები
9004
6506 10
3926 90 600 00
თვალის ინდივიდუალური დამცავი შემდუღებლისთვის
ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეები
სათხილამურო დამცავი სათვალე
დამცავი სათვალეები მოტოციკლეტისა და მოპედისთვის
თოვლმავალის მართვის დროს დამცავი სათვალეები
მზის კაშკაშისაგან დამცავი სათვალეები სამრეწველო გამოყენებისათვის
ლაზერული გამოსხივებისაგან დამცავი სათვალეები
3.
სმენის დამცავი
საშუალებები
ხმაურის დონის გარდამქმნელი სმენის დამცავი ყურსაფარები
8518 30 000 09
სმენის დამცავი ყურსაფარები ელექტრო-აუდიო გადამცემით
8517 62 000 00. “.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე