N 6409-IIს - 24/06/2020 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 24.06.2020
№ დოკუმენტი 6409-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 

„ე) პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

 

„გ1) აკვაკულტურის კონსტრუქციაში გამოყენებული ბუნებრივი წყლის რესურსებით სარგებლობისათვის − აკვაკულტურის კონსტრუქციის 1მ3-ზე − 0,8 ლარით, ტბორისთვის − 0,005 ლარით, საზღვაო წყლისთვის − 0,1 ლარით;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,24 ივნისი 2020 წ.

N6409-IIს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე