ბრძანება N 7046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7046

03.04.2023

შპს „-----“ (ს/ნ ------)

(მის:--------)

2023 წლის 30 იანვრის და 5 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2023 წლის 30 იანვრის №78730/1/2023 და 2023 წლის 5 თებერვლის №78846/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №021-150 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ფ/პ „----“ შეძენილი შპს „----“ 21%-იანი წილისთვის გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიკაციას და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33452 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „----“ (ს/ნ -----) მიერ შპს „----“ (ს/ნ -----) წილის შეძენის სამეურნეო ოპერაციის ფარგლებში წარმოშობილი შპს „----“ (ს/ნ -----) საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 30 დეკემბრის №33882 ბრძანება და ამავე თარიღის №021-150 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 145 840 ლარი, მათ შორის, გადასახადი 70 867 ლარი, ჯარიმა 35 434 ლარი, საურავი 39 539 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „----“ (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 21 მაისს. კომპანიის იურიდიული მისამართია:„----“ საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელია (100 %-ნი წილის მფლობელი) - ფ/პ „----“.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 22 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს-მ „----“ დამფუძნებლისგან შეიძინა შპს „----“ 21%-იანი წილი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, შპს „----“ (ს/ნ „----“) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 27 მაისს. კომპანიის იურიდიული მისამართია: „----“. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. 2019 წლის 22 აგვისტომდე საწარმოს 21%-იანი წილის მფლობელია ფ/პ „----“ . 2019 წლის 22 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „----“-ს მიერ შეძენილი შპს „----“-ის 21%-იანი წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. ხელშეკრულების მიხედვით, წილის მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ფასი გადაიხადოს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. აღსანიშნავია, რომ შპს „----“ შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს შპს „----“-დან მიღებული დივიდენდები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე შპს „----“-ს დამფუძნებელ იურიდიულ პირზე შპს „----““ დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადების დაკავება არ მოუხდენია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით (ბრუნვითი უწყისი, სალაროს მოძრაობის ბარათი), შპს „----“-ს შპს „----“-ის შეძენილი 21%- იანი წილის ღირებულება 297 275 ლარის ოდენობით დაფარული აქვს სრულად 2019 წელს. კერძოდ, აღნიშნული ვალდებულების დაფარვა მოხდა, როგორც სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკიდან და შპს „----“ -დან აღებული სესხებით, ასევე, შპს „----“-დან მიღებული დივიდენდით. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ „----“ ზემოაღნიშნული სასესხო ვალდებულებების დაფარვას ძირითადად ახორციელებს „----“-დან (ს/ნ „----“) მიღებული დივიდენდებით.

ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ ფ/პ „----“-სა და შპს „----“-ს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ფ/პ „----“-ის მიერ შპს „----“-ის წილის 21%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ ფ/პ „----“ რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს შპს „----“-ს, წარმოადგენს მისი წილის 100%-ის მესაკუთრეს. საბოლოოდ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში ფ/პ „----“-ის მიერ შპს „----“-ის 21%- იანი წილის შპს „----“-ის მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „----“-ის 21%-იანი წილის არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება აღნიშნული პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავს იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ, წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ფ/პ „----“-სა და შპს „----“-ის შორის გაფორმებული შპს „----“-ის წილის 21%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნება მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნია რეალური ეკონომიკური გავლენა. კერძოდ, აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს შპს „----“-ის მიერ განაწილებული მოგების გადასახადებისაგან გათავისუფლება.

ამრიგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „----“-ს მიერ ფ/პ „----“-ისთვის შპს „----“-ის წილის 21%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დადგენილ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, საწარმოს განესაზღვრა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს ,,---- “-მ (ს/ნ ---) ფ/პ ,,---- “-სგან (პ/ნ ----) შეიძინა შპს ,,---- “-ის (ს/ნ ----) 21%-იანი წილი, რომლის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 100 000 (ასიათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. გადამხდელს წილის ღირებულება 297 275 ლარის ოდენობით დაფარული აქვს სრულად 2019 წელს. აღნიშნული ვალდებულების დაფარვა ნაწილობრივ მოხდა, სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკიდან და შპს ,,---- “-დან აღებული სესხებით, ასევე, შპს ,,---- “-დან მიღებული დივიდენდით. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ შპს "----" სხვა სასესხო ვალდებულებების დაფარვასაც ძირითადად ახორციელებს შპს "----"-დან (ს/ნ -----) მიღებული დივიდენდებით. ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად დადგენილია, რომ ფ/პ ,,---- “-სა და შპს „---“ შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ამ ფ/პ-ის მიერ შპს „-----“-ის წილის 21%-ზე საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ ფ/პ ,,---'' რჩება, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებს შპს „---“, წარმოადგენს მისი წილის 100%-ის მესაკუთრეს. საბოლოოდ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში ფ/პ ,,---'' -ის მიერ შპს „----“-ის 21%- იანი წილის შპს „----“ მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „---“-ის 21%-იანი წილის არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ რჩება ფ/პ,,---''. ასევე აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტში 2021 წლის 23 ივლისის N24384 ბრძანებით დანიშნული კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს „---“-ის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით (ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები) დგინდება, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით მისი გაუნაწილებელი მოგება (შპს „-----“-ზე წილის რეალიზაციის საანგარიშო პერიოდში) შეადგენს 419 877 ლარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---“-ს (ს/ნ ----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ფიზიკური პირისგან შეძენილი კომპანიის 21%-იანი წილისთვის გადახდილი თანხების დივიდენდად კვალიფიკაციას და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის მიერ ფ/პ-ისთვის კომპანიის წილის 21%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილული იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით დადგენილ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, საწარმოს განესაზღვრა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9,ბ,ა); 97 (1,ა); 302 (6); 8 (12); 130 (1); 154 (1,ზ); 43 (4).

 

.