N 4382-XVრს-Xმპ - 19/07/2024 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:
„29. თამბაქოს წარმოების ლიცენზია − 50 000 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,19 ივლისი 2024 წ.
N4382-XVრს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე