N 136-Iმს-XIმპ - 13/12/2024 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 15092 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ.
N136-Iმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე