N 40 - 13/02/2026 - „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №40
2026 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:
1. დანართ №2-ში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) ბიუჯეტის განმკარგველი – 1001 – სსიპ – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1771235977001 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }853
1001
სსიპ - „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია“
ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 1005 – სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:
#assignedTableId-1771235993208 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }858
1006
სსიპ – „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი“
გ) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:
#assignedTableId-1771236013006 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }153
0764
სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
2. დანართ №3-ში („ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 3560 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო საავტომობილო დარგის ინსპექტირებიდან“ – შემდეგ დაემატოს ბიუჯეტის შემოსულობის სახის განმსაზღვრელი შემდეგი სახაზინო კოდი:
#assignedTableId-1771236027964 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„შემოსავალი სანქციებიდან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო
3561“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე