საცხოვრებელი ბინის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება ფიზიკურ პირზე N 1518
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საცხოვრებელი ბინის საცხოვრებელი მიზნით გაქირავება ფიზიკურ პირზე N 1518
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკური პირი ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის საცხოვრებელი მიზნით გაქირავებას არამეწარმე ფიზიკურ პირზე. ამასთან, აღნიშნული პირი არ ახორციელებს ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს.
· საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით გამქირავებელს შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია განცხადება ფართის გაქირავების თაობაზე
· ფიზიკურმა პირმა საცხოვრებელი ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დაბეგრა 5%-ით.
შეფასება
· სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
"გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N: 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1112 მუხლის თანახმად:
- ფიზიკური პირი, რომელიც საცხოვრებელ ფართობს აქირავებს საცხოვრებელი მიზნით და არ ახორციელებს ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს, აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას დანართი №VII2-01 შესაბამისად;
- საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრა არ გავრცელდება, თუ გამქირავებელი პირის მონაცემები, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის არ არის შეტანილი რეესტრში.
· საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში ინფორმაციის აუსახველობის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთის გამოყენების უფლება შეზღუდულია მხოლოდ იურიდიულ პირზე გაქირავების შემთხვევაში. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების თაობაზე მონაცემების გამქირავებელ პირთა რეესტრში აუსახველობის ფაქტი არ უნდა გახდეს ფიზიკური პირისთვის მიღებული შემოსავლის 20%- იანი განაკვეთით დაბეგვრის საფუძველი.
ღონისძიებები
საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის მიზნით შემოსავლების სამსახურში განცხადების წარუდგენლობი სათვის პირი დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით სსკის 291-ე მუხლის შესაბამისად
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2023 წლის 9 მარტისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად