დღგ-ის ჩათვლა (საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებით დასაბეგრი თანხის ჩათვლას შეზღუდვა არ ეხება, რომელიც შეიძლება აითვალოს ექსპლუატაციაში მიღების თარიღიდან) N 1157
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა N 1157
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ 2011 წლის თებერვლის თვეში ექსპლუატაციაში შეიყვანა საკუთარი წარმოების ოფისი, რომელიც არ დაბეგრა დღგ-ით ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტში.
· საწარმომ აღნიშნული ოპერაციის მიხედვით 2011 წლის სექტემბრის თვეში დააზუსტა თებერვლის თვის დეკლარაცია, ოფისის ექსპლუატაციაში შესვლა დაბეგრა დღგ-ით და იგივე თანხა ასახა ჩასათვლელ თანხად.
· პირი ახორციელებს მხოლოდ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებს
შეფასება
· მოცემული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ დღგ-ით ჩათვლა მართლზომიერია
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით