N 555-IIმს-XIმპ - 13/05/2025 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.05.2025
№ დოკუმენტი 555-IIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-18 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge. აღნიშნული ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,13 მაისი 2025 წ.

N555-IIმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე