ბრძანება N 11300

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2023
№ დოკუმენტი 11300
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11300

22.05.2023

შპს „--------------“ (ს/ნ -------------)

(მის.: ---------------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 იანვრის №78453/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №-------- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №-------- სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, სადაც ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. მიუთითეს, რომ გაუგებარია რატომ გამოიყენა შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი, მაშინ როდესაც, საწარმოს მიერ საქონლის უმეტესი ნაწილის მიწოდება ხდება ზედნადებების საშუალებით, რაც დადასტურებული ფასია. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან კომპანიას არ გააჩნია საშუალო ფასნამატი სახეობების მიხედვით, რადგან საქონლის მიწოდება და შესაბამისი ფასის განსაზღვრა ხდება კლიენტთან მოლაპარაკების საფუძველზე.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალიზინგო კომპანიაზე ძირითადი საშუალების მიწოდებისას გაანგარიშებულ დღგ-ს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების შედეგად განსაზღვრულ გადასახადს.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვას.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იპოთეკარებზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

7.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობას და გადასახადით დაბეგვრას.

8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრული ნაშთის ხელფასად განხილვას.

9. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ასევე, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №-----სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, ითხოვს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №------, 2021 წლის 26 მარტის №-------და 2022 წლის 11 მაისის №------ ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 13 ივნისიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2021 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ასევე შემოწმდა 2021 წლის 21 ივნისის №20020 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №-------- ბრძანება და ამავე თარიღის №---------საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 767 931 ლარი, მათ შორის, გადასახადი 397 738 ლარი, ჯარიმა 196 799 ლარი, საურავი 173 394 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით შპს „----------“ საქმიანობის სახეა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა, მათ შორის, --------- ქვის (ტრავერტინი, დეკორატიული ქვა) იმპორტი და რეალიზაცია. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები). ამასთან, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ებისა და რეალიზაციის დოკუმენტების დამუშავებით გაანალიზდა დოკუმენტური ფასნამატი, თითოეული საქონლის სახეობისა და კატეგორიის მიხედვით. დოკუმენტური ფასნამატი იმპორტირებული საქონლის რეალიზაციისას საშუალოდ 56%-ია, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციისას 16%, კატეგორიების მიხედვით ფასნამატი მერყეობს 14%-70%-ის ფარგლებში, საშუალოდ კი შეადგინა 2019 წელს 56%, 2020 წელს - 61%, 2021 წელს - 62%.

შემოწმების პროცესში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ დამუშავებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი.

ასევე არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, 01.01.2019-01.06.2021წწ, შეძენილი სმფებისა და საწყის/საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი და განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი თანხა დღგ-ში გადანაწილდა თითოეულ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად შესაბამისი წლის ჯამურ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში (დეკლარირებული ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა 10 760 ლარი შემოწმებით დარჩა უცვლელი). ამასთან, შემოწმების პროცესში დამუშავდა შპს „------------“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე (მ.შ. ავანსი შპს „-----------) გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურები და განისაზღვრა მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი. შემოწმებით განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან 18%-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები და მომსახურების გაწევიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვები, რომლებიც შეუდარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრულ 18%-იანი დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების (დანართი №5) მიხედვით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და საბანკო ამონაწერები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „------------“ 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე სს „-----------“ გამოწერილი აქვს 922 070 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ----------(სასაქონლო ზედნადები №---------), რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე (დეკლარირებული მონაცემებით ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა 580 000 ლარია). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები, რაზეც იმავე პერიოდში გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება.

შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია 2020 წლის 18 მაისის „პარტნიორთა კრების ოქმი“, რომლითაც დადგინდა საწარმოს კაპიტალის 90 932 ლარით შემცირება ერთ-ერთ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალიდან ფულადი და მატერიალური სახით ამოღების გზით მისი წილიდან გასვლის საფუძველზე. საწარმოს მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად დამფუძნებელს კაპიტალში შენატანი განხორციელებული ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სააბაზანო კომპლექტები, ნიჟარები) სახით და გაიტანა 70 743 ლარის საქონელი ქვების სახით. აღნიშნულზე 2020 წლის მარტში გამოწერილია სასაქონლო ზედნადები №----------, რომლის ღირებულება არ არის შეტანილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში (70 743 ლარი არის ზედნადებში მითითებული საქონლის საბაზრო ღირებულება, თუმცა ბუღალტრულად ჩამოწერილია იგივე ფასის თვითღირებულების საქონელი). ამასთან, ბუღალტრული მონაცემებით ნაჩვენებია თანხის, 20 742.4 ლარის, გატანაც 2019 წლის ოქტომბერში. დოკუმენტურად და ბუღალტრულად არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული პირის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელება. შედეგად, შემოწმებით კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული 91 485 ლარი ჩაითვალა დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

4. საწარმოს 2020 წლის ოქტომბერში განხორციელებული აქვს ორი იმპორტის ოპერაცია, რომელზე დარიცხული დღგ-ის თანხები (3 021 ლარი) არ აქვს ჩათვლილი. ასევე, მცირედი სხვაობა გამოვლინდა ადგილობრივ ჩათვლებში. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

5. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივნისის №------- ბრძანების საფუძველზე, საწარმოს კუთვნილ ობიექტში (----------) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია, 2021 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-----------, რომლის მიხედვითაც საწარმოში გამოვლენილმა სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა 31 257.31 ლარი. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით დაერიცხა ჯარიმა. ამასთან, ამავე ნორმის მიხედვით, გამოვლენილი დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „----------“ 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილ მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ასახული არ აქვს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 , 97-ე მუხლების შესაბამისად 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა სმფ-ების დანაკლისი. ამასთან, 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სმფ-ების დანაკლისის ღირებულებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

6. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საწარმოს სს „----------“ გამოწერილი აქვს 922 070 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -----------, რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე (დეკლარირებული მონაცემებით ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა 580 000 ლარია). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები, რაზეც იმავე პერიოდში გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება.

სს „-----------“ დანადგარების მიწოდებაზე ხელშეკრულება №--------- გაფორმებულია 2020 წლის 30 სექტემბერს, ამასთან ხელშეკრულების მიხედვით 922 070 ლარიდან 362 111.9 ლარის გადარიცხვა განხორციელდა ორ ფიზიკურ პირზე, მათი კუთვნილი უძრავი ქონებების (ს/კ -------------- და ს/კ ------------) სხვა პირების (დამფუძნებელ/დირექტორი ფიზიკური პირების ოჯახის წევრები) სასარგებლოდ დათმობის სანაცვლოდ და ამავდროულად სს „------------“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის მიზნით. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირების სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

7. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შედეგად სხვაობის თანხა დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

8. საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში „ორისი“ 14 80 173 ანგარიშზე დასახელებით „--------“ დაფიქსირებული აქვს 2020 წელს თანხების ავანსად გაცემა ჯამურად 320 733.38 ლარის ოდენობით, რაც ნაშთადაა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსაც. საფუძველში მითითებულია „დაზგა-დანადგარისთვის“. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არც მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც თანხების -------ში გატანის დოკუმენტი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის მერეც არ ფიქსირდება ----------დან დაზგა-დანადგარის შემოტანა. -------დან იმპორტირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე ღირებულების სრულად დაფარვის დამადასტურებლად წარმოდგენილია მომწოდებლის შემოსავლის ორდერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დასტურდება ზემოაღნიშნული თანხის ეკონომიკური საქმიანობის მიზნით გამოყენება.

ბუღალტრული მონაცემების მიხედვით თანხა გასულია ანგარიშვალდებული პირების ანგარიშებიდან (ანგ.1440 0001 და 1440 0002). რადგან არ დასტურდება აღნიშნული პირების მიერ თანხების გადაცემა სხვა პირზე ან/და გახარჯვა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, შესაბამისად თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირების საწარმოს დირექტორებზე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №------საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №-------- სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი. ასევე არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოწმებით, შეძენილი სმფ-ებისა და საწყის/საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი და განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან, დამუშავდა გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურები და განისაზღვრა მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი. შემოწმებით ასევე, განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან დღგ-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები და მომსახურების გაწევიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომლებიც შეუდარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის

„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ოქტომბერში სს „-------------“ გამოწერილი აქვს 922 070 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ აქვს დაბეგრილი (დეკლარირებული მონაცემებით ოქტომბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა 580 000 ლარია). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები, რაზეც იმავე პერიოდში გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიწოდებულია ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები და აღნიშნული ანგარიშფაქტურა არ არის დაბეგრილი, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით სხვა შემთხვევაში - სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების მიხედვით:

ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2020 წლის 18 მაისის „პარტნიორთა კრების ოქმით“ დადგენილია, რომ საწარმოს კაპიტალი შემცირდა ერთ-ერთი დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ფულადი და მატერიალური სახით ამოღების გზით მისი წილიდან გასვლის საფუძველზე. ახსნა-განმარტების თანახმად დამფუძნებელს კაპიტალში შენატანი განხორციელებული ჰქონდა სმფ-ების სახით და გაიტანა 70 743 ლარის საქონელი ქვების სახით. აღნიშნულზე 2020 წლის მარტში გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, რომლის ღირებულება არ არის შეტანილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, ბუღალტრული მონაცემებით ნაჩვენებია 20 742.4 ლარი თანხის გატანაც 2019 წლის ოქტომბერში. ვინაიდან, არც დოკუმენტურად და არც ბუღალტრულად არ ფიქსირდება დამფუძნებლის პირის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელება. შედეგად, შემოწმებით კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული თანხა ჩაითვალა დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ოქტომბერში განხორციელებული აქვს ორი იმპორტის ოპერაცია, რომელზე დარიცხული დღგ-ის თანხები გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი. ასევე, მცირედი სხვაობა გამოვლინდა ადგილობრივ ჩათვლებში. შემოწმებით აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში.

შემოსავლების სამსახური დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით განმარტავს, რომ შემოწმებით გათვალისწინებულია დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, ხოლო სხვა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის,თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

ამავე მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №-------- ოქმით გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციებში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა შესაბამისი გადასახადებით, რაც არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით სხვა შემთხვევაში - სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების მიხედვით,ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ სს „------------“ დანადგარების მიწოდებაზე გაფორმებულია ლიზინგის ხელშეკრულება, ამასთან,ხელშეკრულების მიხედვით 922 070 ლარიდან 362 111.9 ლარის გადარიცხვა განხორციელდა ორ ფიზიკურ პირზე, მათი კუთვნილი უძრავი ქონებების სხვა პირების (დამფუძნებელ/დირექტორი ფიზიკური პირების ოჯახის წევრები) სასარგებლოდ დათმობის სანაცვლოდ და ამავდროულად სს „--------“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის მიზნით. აღნიშნული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირების სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შედეგად სხვაობის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით დაფიქსირებული აქვს 2020 წელს თანხების ავანსად გაცემა ჯამურად 320 733.38 ლარის ოდენობით, რაც ნაშთადაა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსაც. საფუძველში მითითებულია „დაზგადანადგარისთვის“. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს არც მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც თანხების -------- რესპუბლიკაში გატანის დოკუმენტი. შესამოწმებელი პერიოდის მერეც არ ფიქსირდება ---------დან დაზგა-დანადგარის შემოტანა. ------დან იმპორტირებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებზე ღირებულების სრულად დაფარვის დამადასტურებლად წარმოდგენილია მომწოდებლის შემოსავლის ორდერები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დასტურდება ზემოაღნიშნული თანხის ეკონომიკური საქმიანობის მიზნით გამოყენება. ვინაიდან, ბუღალტრული მონაცემების მიხედვით თანხა გასულია ანგარიშვალდებული პირების ანგარიშებიდან და არ დასტურდება აღნიშნული პირების მიერ თანხების გადაცემა სხვა პირზე ან/და გახარჯვა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, შესაბამისად თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირების, დირექტორების, განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-9 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატი განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნმატისგან.

შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის შედეგები საჭიროებს კორექტირებას და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დათვლილ ფასნმატთან შესაბამისობაში მოყვანას. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას, მართებულია დავის დაწყება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე საჩივრის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (დირექტორს) ჩაჰბარდა 2021 წლის 9 დეკემბერს, რაც დასტურდება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე არსებული ხელმოწერით.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 24 იანვარს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №006036 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალიზინგო კომპანიაზე ძირითადი საშუალების მიწოდებისას გაანგარიშებულ დღგ-ს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების შედეგად განსაზღვრულ გადასახადს.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვას.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იპოთეკარებზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

7.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში გამოვლენილი სხვაობას და გადასახადით დაბეგვრას.

8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრული ნაშთის ხელფასად განხილვას.

9. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანის საქმიანობის სახეა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა.შემოწმების პროცესში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ დამუშავებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.ასევე არ იშიფრება საქონლის სახეობრივი ჩამოწერები და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. მომჩივანს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი თანხა დღგ-ში გადანაწილდა თითოეულ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად შესაბამისი წლის ჯამურ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ 18%-იანი დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით განაცემად.

 

2.მომჩივანს ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე.შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.

 

3.დამფუძნებელს კაპიტალში შენატანი განხორციელებული ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახით და გაიტანა საქონელი სხვა საქონლის სახით.აღნიშნულზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები რომლის ღირებულება არ არის შეტანილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ზედნადებში მითითებული საქონლის საბაზრო ღირებულება, თუმცა ბუღალტრულად ჩამოწერილია იგივე ფასის თვითღირებულების საქონელი.დოკუმენტურად არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული პირის მიერ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელება. შედეგად, შემოწმებით კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებული ჩაითვალა დამფუძნებლის მიერ მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

4.საწარმოს განხორციელებული აქვს ორი იმპორტის ოპერაცია, რომელზე დარიცხული დღგ-ის თანხები არ აქვს ჩათვლილი. ასევე, მცირედი სხვაობა გამოვლინდა ადგილობრივ ჩათვლებში.შესაბამისად გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

5.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცის დროს საწარმოში გამოვლენილდა სმფ-ების დანაკლისი. გამოვლენილი დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სმფ-ების დანაკლისის ღირებულებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

6.2020 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანს გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურა რომელიც წარდგენილი არ აქვს დაბეგვრაზე.ხელშეკრულების მიხედვით თანხის ნაწილის გადარიცხვა განხორციელდა ორ ფიზიკურ პირზე,მათი კუთვნილი უძრავი ქონებების სხვა პირების (დამფუძნებელ/დირექტორი ფიზიკური პირების ოჯახის წევრები) სასარგებლოდ დათმობის სანაცვლოდ. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირების სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

7.შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შედეგად სხვაობის თანხა დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

8.საწარმოს დაფიქსირებული აქვს 2020 წელს თანხების ავანსად გაცემა რაც ნაშთადაა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსაც. არ დასტურდება აღნიშნული პირების მიერ თანხების გადაცემა სხვა პირზე ან/და გახარჯვა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის, შესაბამისად თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირების საწარმოს დირექტორებზე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით.გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №002-257 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №006036 სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(1,3);61(3);73(5);160(ა);161(1ა);158;159(1ა,ბ);163(2,3);164(1);101(1,2);154(1ა,მ);171;81;173;174;175;176;97;98;103(2);269.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი