N 10 - 27/06/2024 - „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2024 წლის 27 ივნისი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018 სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.169.016386) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით.“
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ნუგზარ პაპიაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე