ბრძანება N 22514
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22514
18 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------)
(მის.: ქ-----------------------------------------)
2024 წლის 4 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 და 26 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №98 და №104) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №23301/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 4 მაისის №23014/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აპრილის №007-67 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე ------ში რეექსპორტის გზით მიწოდებული საქონლის ღირებულების უპროცენტო სესხად განხილვა არამართლზომიერია. მიუთითებს, რომ კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში -------ში მივლინებისას დადო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტსაც. აგრეთვე, 2023 წლის 16 მაისს -----დან მოხდა 89 120 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება და დამატებითი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მოხდება დავალიანების დაფარვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელდა საქონლის მიწოდება შემოსავლის მიღების მიზნით, რასაც ადასტურებს ინვოისი, საბაჟო დეკლარაციები, შეთანხმებები და ხელშეკრულებები. განმარტავს, რომ განხორციელდა დავალიანების ნაწილის 38 000 ლარის დაფარვა და აღნიშნული გაგრძელდება მომავალშიც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №31885 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №007-99 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 23 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით შეისწავლოს არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის №31885 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 აპრილის №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 მაისის №12610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 16 აგვისტოს №23301/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12610 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აგვისტოს №23301/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ განხორციელებული ოპერაციისათვის შემოწმების მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია არის მცდარი, არასწორი, რადგან განხორციელებულია კომერციული ოპერაცია. სადავო ოპერაცია არც საქონლის უსასყიდლო მიწოდებაა და არც სესხის მიცემა, ამდენად ითხოვს სწორ შეფასებას წარდგენილი დოკუმენტების, შესაბამისი გაანგარიშებების საფუძველზე. არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას საქონლის შესაბამისობის დადგენის შეუძლებლობაზე, მიაჩნია, რომ სურვილის შემთხვევაში აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია. შემოწმებისათვის მიწოდებული იქნა დოკუმენტები, სამმხრივი შეთანხმება, ინვოისები, ინფორმაციები ცხრილის სახით, მაგრამ არც კვალიფიკაცია შეიცვალა და არც დარიცხვა. უკან დაბრუნების და მიწოდების დროს ფასებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კომპანიამ, რომელიც მათ ემსახურებოდა, მეორე, სხვა კომპანიას გადასცა და საქონლის უკან დაბრუნებისას გამოწვეული იქნა აღნიშნული ფასთა შორის სხვაობა 11 000$ დოლარის ოდენობის, რასაც არ ითხოვს და არც განიხილავს უკან დაბრუნების ღირებულებად. დღევანდელი მდგომარეობით მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაა ამოღებული და საქონელი დაბრუნებული, რომელიც დაბეგრილია.
საბჭო მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს “.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სამმხრივი შეთანხმების აქტი, ექსპორტზე გატანილი საქონლის უკან დაბრუნების დოკუმენტაცია (ინვოისები), ასევე შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში მიღებული თანხების საბანკო ამონაწერი და საგადახდო დავალება. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერი და საგადახდო დავალებები, რომლითაც "--------"-ის მიერ თანხის ჩარიცხვა დასტურდებოდა, მითითებული იყო, რომ ამონაწერი შესაძლოა არ ყოფილიყო ავთენტური, ხოლო საგადახდო დავალებები არ იყო დამოწმებული ბანკის მიერ სველი ბეჭდით. რაც შეეხება საქონლის უკან დაბრუნების ოპერაციას, -------დან იმპორტის ოპერაცია განხორციელებულია არა "--------"-ის, არამედ "----------" -ის მიერ. სამმხრივი შეთანხმებით ირკვევა, რომ ------ში დაფუძნებულმა კომპანიამ "--------"-მა შპს „--------თან“ შეთანხმებით, -------ში არსებული საქონელი და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები გადასცა "--------"-ს, რომელმაც საქონლის ნაწილი დააბრუნა საქართველოში. ამასთან, ინვოისებში ჩამოთვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებისგან. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიას "--------"-თან ჰქონდა რეალიზებული საქონელი, რაზეც განხორციელებული იყო რეექსპორტის ოპერაციები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ აღნიშნული იმპორტი იყო სწორედ "------------"-ზე რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება არ გამოიკვეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში ------ში მივლინებისას დადო დამატებითი შეთანხმება მესამე მხარესთან, რომელიც წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტსაც. ამასთან, მიუთითებს, რომ 2023 წლის 16 მაისს ------დან მოხდა 89 120 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის უკან დაბრუნება და დამატებითი შეთანხმების დადება, რომლის მიხედვითაც მოხდება დავალიანების დაფარვა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ორ კომპანიას შორის განხორციელდა საქონლის მიწოდება შემოსავლის მიღების მიზნით, რასაც ადასტურებს ინვოისი, საბაჟო დეკლარაციები, შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კომპანია ყველაფერს აკეთებს დავალიანების ამოსაღებად და არასამართლიანია დავალიანების თანხის კვალიფიკაციის ცვლილება და სესხად განხილვა. აგრეთვე, განმარტავს, რომ განხორციელდა დავალიანების ნაწილის 38 000 ლარის დაფარვა და აღნიშნული გაგრძელდება მომავალშიც.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაწოდა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბანკის ამონაწერები. აგრეთვე,მიაწოდა ინფორმაცია უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ, რომლითაც დგინდება შესაბამისი შტრიხკოდებით გაყიდული და უკან დაბრუნებული საქონლის იდენტურობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მიწოდებული საქონლის (ნაწილის) უკან დაბრუნების ფაქტი, შესაბამისად, შემოწმებით დაბრუნებულ საქონელზე არარეზიდენტისაგან მისაღები თანხის კვალიფიკაცია გაცემულ სესხად არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უკან დაბრუნებულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უკან დაბრუნებულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე უზბეკეთში რეექსპორტის გზით მიწოდებული საქონლის ღირებულების უპროცენტო სესხად განხილვა არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 16.04.2020 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილსა და აგვისტოში არარეზიდენტ კომპანიაზე რეექსპორტის გზით, მიწოდებული ჰქონდა ჯამში 733 298 ლარის საქონელი, რომლის ღირებულებაც არ იყო გადახდილი აქტის შედგენის თარიღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-9 ნაწილის თანახმად და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიისაგან გადასახდელი/მიუღებელი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის განაცემად. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9065 ბრძანება და №007-99 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №20409/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და №31885 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის გათვალისწინებით არარეზიდენტი კომპანიისაგან მისაღები თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №31885 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №007-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №12610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №23301/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №12610 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მიწოდებული საქონლის (ნაწილის) უკან დაბრუნების ფაქტი, შესაბამისად, შემოწმებით დაბრუნებულ საქონელზე არარეზიდენტისაგან მისაღები თანხის კვალიფიკაცია გაცემულ სესხად არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უკან დაბრუნებულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ"); 97(1 „ბ“ და „გ“); 982 (3 „ზ"); 983 (1);