N 445 - 09/11/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №445
2012 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების:
1. 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679576431148 {width: 371pt; margin: 0 auto !important; }„68„თბილისის“გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება
2. 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679576488784 {width: 371pt; margin: 0 auto !important; }„83კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი