ხარჯების გამოქვითვა და ჩათვლა (ანაზღაურებულია სხვის სახელზე გამოწერილი დოკუმენტის მიხედვით თანხები - მომსახურება გაწეულია სხვისთვის) N 0222

0222 ხარჯების გამოქვითვა და ჩათვლა (ანაზღაურებულია სხვის სახელზე გამოწერილი დოკუმენტის მიხედვით თანხები - მომსახურება გაწეულია სხვისთვის) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0222
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ხარჯების გამოქვითვა N 0222

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა საქონლის გამყიდველს აუნაზღაურა სხვა პირისათვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება, აღნიშნული ღირებულება გამოქვითა საკუთარ ხარჯებში და მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ამასთან საქონლის მიმღებსა და თანხის გადამხდელს შორის არ არსებობს დოკუმენტალური შეთანხმება ან აღიარებული ვალდებულება

შეფასება

· დაუშვებელია ასეთი დანახარჯების გამოქვითვა და მათზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა

ღონისძიებები

· პირს შეუმცირდება გამოსაქვითი ხარჯები, გაუუქმდება დღგ-ის ჩათვლა; და დაერიცხება კუთვნილი გადასახადები

· დეკლარაციაში მოგების გადასახადისა და დღგ-ის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით