გადაწყვეტილება №18935/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18935/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანის 21.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18935/2/2023).
დავის საგანი:
იმპორტირებულ საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2022 წლის № "-------" წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1648 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
6.12.2022 წელს მომჩივანმა (რომელსაც 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 208 საფოსტო გზავნილი აქვს მიღებული) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს № "-------" განცხადებით და ითხოვა საფოსტო გზავნილებით შემოტანილ, 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.
საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2022 წლის № "-------" წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ აღნიშნული შეღავათით ვერ ისარგებლებდა იმ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე, რომელსაც ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ რისკის პროფილის მიხედვით განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას
მომჩივანის სახელზე შემოტანილ 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 დაბეჭდილი არ არის.
საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2022 წლის № "-------" წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.02.2023 წლის №1648 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონელი, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო
შეღავათით სარგებლობისთვის საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და საფოსტო გზავნილ(ებ)ით შემოტანილი საქონლის იმპორტი ექვემდებარება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას.
ამდენად, მომჩივნისთვის საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე საბაჟო დეპარტამენტის უარი მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2022 წლის № "-------" გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამანათები საბაჟო დეპარტამენტმა შეაჩერა და მოითხოვა ნივთის განბაჟება სრულიად უკანონოდ. 6.12.2022 წელს მიმართა განცხადებით და განუმარტა, რომ ამანათი არ ექვემდებარებოდა განბაჟებას და თხოვა მიეცათ უფლება მისი კუთვნილი ამანათი გაეტანა განბაჟების გარეშე. 21.12.2022 წელს მიიღო პასუხი № "-------" სადაც პასუხობენ რომ ამანათები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად
ამის შემდეგ 30.12.2022 წელს გაიტანა 26 დეკემბერს შემოსული სხვა ახალი ნივთები ისე, რომ მისთვის საბაჟო დეპარტამენტს განბაჟება არ მოუთხოვია სულ 4 ნივთი თრექინგ კოდი "-------" ხოლო 11.01.2023 წელს შემოვიდა კიდევ ახალი რეისი, სადაც ჰქონდა ორი ნივთი თრექინგ კოდით "-------" და ახლა ამ ნივთზე მოსთხოვეს განბაჟება.
საბაჟო დეპარტამენტი დეკემბრის დასაწყისში უჩერებს ნივთს სთხოვს განბაჟებას და ამბობს, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მერე ისევ დეკემბერშივე ატანს განბაჟების მოთხოვნის გარეშე ახალ ჩამოსულ 4 ნივთს და მერე ისევ იანვარში ორ ნივთს აჩერებს და განბაჟებას სთხოვს იგივე მოტივით ჩაითვალა „ეკონომიკურ საქმიანობად“
ამ მოქმედების გამო უკვე მეორედ მიმართა განცხადებით № "-------" საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა განემარტათ მისთვის საბაჟო დეპარტამენტის მოქმედების კანონიერება, რადგან აბსოლუტურად იგივე შინაარსის ნივთზე 1 თვის შიგნით ხან სთხოვენ განბაჟებას ხან ატანს ნივთებს განბაჟების გარეშე გაუგებარია რის საფუძველზე ცვლიან გადაწყვეტილებებს. თითოეული ნივთი იდენტური საყოფაცხოვრებო მოხმარების საგანია პირადი მოხმარებისთვის და ღირებულება შეადგენს მაქსიმუმ 15-30 ლარს.
29.12.2022 წელს შეიტანა საჩივარი სადაც განმარტა და მტკიცებულებების სახით წარადგინა ფოტო მასალა, ჩინურ საიტზე TaoBao-ზე შეძენილი ნივთების ისტორიიდან ამოღებული სქრინები. და სახლში გადაღებული შეძენილი ნივთების რეალური ფოტოები, რითაც დასტურდებოდა, რომ ყველა ნივთი რაც შეძენილია არის პირადი მოხმარების.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 185-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი „დ.ვ“ ქვეპუნქტზე, და განმარტავს რომ ვინაიდან პირადი მოხმარებისთვის იწერს ნივთებს ჩინური საიტიდან (საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ წარმოადგენს აღნიშნული დამადასტურებელ ფოტომასალას), მიაჩნია, რომ აქვს უფლება ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალიწინებული შეღავათებით და საბაჟო დეპარტამენტმა უსაფუძვლოდ მოსთხოვა ნივთების განბაჟება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვტილება.
ნებისმიერ პასუხი მათ შორის უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე წარმოდგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 93-ე მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონით აკრძალულია გადაწყვეტილების დაფუძნება
ისეთ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №1648 ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს უსაფუძვლოდ, უკანონოდ შეჩერებული ამანათების გადმოცემა განბაჟების გარეშე.
თრექინგ კოდები: "-------" .
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან პირადი მოხმარებისთვის იწერს ნივთებს ჩინური საიტიდან (საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ წარმოადგენს აღნიშნული დამადასტურებელ ფოტომასალას), მიაჩნია, რომ აქვს უფლება ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალიწინებული შეღავათებით და საბაჟო დეპარტამენტმა უსაფუძვლოდ მოსთხოვა ნივთების განბაჟება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვტილება.
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №1648 ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს უსაფუძვლოდ, უკანონოდ შეჩერებული ამანათების გადმოცემა განბაჟების გარეშე.
საბაჟო დეპარტამენტის პოზიციით მომჩივნის ქმედება (მის სახელზე საფოსტო გზავნილებით 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის შემოტანა შესაბამისი რისკის პროფილის მიხედვით) შეფასებულია ეკონომიკურ საქმიანობად. ასევე, საბაჟო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი თითოეულ შემთხვევაში ღირებულებით იყო 300 ლარზე ნაკლები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტების და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი, საქონლის დანიშნულებისა და მიზნობრიობიდან გამომდინარე. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, სადავო აქტი უნდა გაუქმდეს და მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1648 ბრძანება;
3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 10.12.2022 წლის №------- წერილი;
4.მოცემულ სადავო შემთხვევაში, მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე, გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი;
5.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს უსაფუძვლოდ, უკანონოდ შეჩერებული ამანათების გადმოცემა განბაჟების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით და ითხოვა საფოსტო გზავნილებით შემოტანილ, 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.
მომჩივანს ეცნობა, რომ აღნიშნული შეღავათით ვერ ისარგებლებდა იმ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე, რომელსაც ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ რისკის პროფილის მიხედვით განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი და დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას.
მომჩივანის სახელზე შემოტანილ 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 დაბეჭდილი არ არის.
საბაჟო დეპარტამენტის წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.02.2023 წლის №1648 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, სადავო აქტი უნდა გაუქმდეს და მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
199.