N 394 - 18/09/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 18.09.2012
№ დოკუმენტი 394
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №c

2012 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების 17 მუხლი ს:

ა) „ზ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;“;

ბ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99 -ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა );

მ) ს აწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება (გარდა „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99 -ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა );“;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავა ს ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმე ლის რეექსპორტი;

ო) შენახვის სხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტონაწილების იმპორტი ან რეექსპორტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679574901772 {width: 495pt; margin-left: 5.9pt; margin: 0 auto !important; }„13

სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში− მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე

 

არა უმეტეს 5 კალენდარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;

 

5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“;

 

ბ) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679574901773 {width: 495pt; margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„75

ავტოსატრანსპორტოსაშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულისა) გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე– 150 ლარი“;

 

გ) 86-ე და 87-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679574901774 {width: 495pt; margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„86

საბაჟო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება

 

50 ლარი

 

87

საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება (გარდა 99-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურებისა)

 

300 ლარი“;

 

დ ) 98 -ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 99-ე გრაფა:

 

#assignedTableId-1679574901775 {width: 499.5pt; margin-left: 5.9pt; margin: 0 auto !important; }

„99

შენახვისსხვა ადგილზე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტონაწილების გაფორმება

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევითსაბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“.

 

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 7 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი