სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა N 1724
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა N 1724
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელი აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. გადამხდელთან სმფ-ის ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული
•საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეძენილ სმფ-ს მთლიანად გამოქვითავდა ერთობლივი შემოსავლიდან, მაშინ როდესაც შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა # 2-ში) გათვალისწინებული იყო უფრო ნაკლები ოდენობით სმფ-ის გახარჯვა. ზედმეტაც ჩამოწერილი სმფ, რომელიც ფაქტობრივად გაიხარჯებოდა შემდგომ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვეღარ ჩამოიწერებოდა ბუღლატრულად, რის გამოც ამ სამუშაოებთან დაკავშირებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის (ფ#2-ს) მიხედვით გათვალისწინებული იყო იმაზე უფრო მეტი ოდენობით სმფ-ის ჩამოწერა, ვიდრე ჩამოიწერებოდა ბუღალტრულად.
შეფასება
•იმის გათვალისიწინებით, რომ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში ადგილი აქვს საგადასახადო პერიოდების მიხედვით სმფ-ის ბუღალტრული ნაშთის არასწორად აღრიცხვას, სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით გამოვლენილ ნაშთს შორის უნდა განისაზღვროს სალდირებულად მთლიანი პერიოდების მიხედვით
•უნდა დაზუსტდეს სხვაობა გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით გამოვლენილ ნაშთს შორის შესამოწმებელ პერიოდის ბოლო სრული საანგარიშო წლის მდგომარეობით. შედეგად, თუ ჯამურად ჩამოწერილი იქნება იმაზე მეტი ოდენობით სმფ, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების (ფ#2-ის) მიხედვით გამოვლინდება სმფ-ის რაოდენობა, რომელიც ჩაითვლება შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად
ღონისძიებები
•შეფასების ნაწილში აღნიშნული შედეგის დადგომის შემთხვევაში, გაიზრდება დასაბეგრი მოგება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ-ის 275-ე მუხლით)
შენიშვნა: აღნიშნული სახელმძღვანელო არ არეგულირებს #1102 და #0236 სიტუაციურ სახელმძღვანელოებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევებს.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით