N 330 - 07/11/2014 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №330
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 56-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კსაფ-ის გამოყენებაზე გადასვლა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება კსაფ-ის ფორმა.“;
ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შემთხვევაში ოპერაციის თანხის კორექტირებისას კსაფ-ში მიეთითება იმ კსაფ-ის მონაცემები (სერია, ნომერი), რომლის კორექტირებაც ხდება.“.
2. XV თავი ამოღებულ იქნეს.
3. 71-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით დაიბრუნოს, გადაიტანოს სხვა სახის გადასახადში/სანქციაში ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში.“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.
72. პროგრამის/პროექტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის სხვა სახის გადასახადში/სანქციაში გადატანა ხორციელდება ”ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით.“;
გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად.
9. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.“.
4. 112-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური